სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ

  • Word
სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 698
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111107017, 07/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016351
  • Word
698
07/11/2011
ვებგვერდი, 111107017, 07/11/2011
010340000.08.002.016351
სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება698

2011 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და განვითარების მიზნით:

1. შეიქმნას და სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში დაინერგოს ადამიანური რესურსის მართვისა და საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის  სტანდარტები.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საჯარო სამსახურის ბიურომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული სტანდარტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა არა უგვიანეს 2011 წლის 11 ნოემბრისა.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი