თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 04/11/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111107007, 07/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.160.016100
  • Word
117
04/11/2011
ვებგვერდი, 111107007, 07/11/2011
010260010.35.160.016100
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება 117

2011 წლის 4 ნოემბერი

ქ. რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაცია.

    მუხლი 2

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილების (ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, 13.07.2010 წ.) პირველი მუხლით დამტკიცებულ მერიის დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. მერიის  სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მერიის ადმინისტრაცია;

ბ) ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახური;

გ)  საფინანსო სამსახური;

დ) შესყიდვების სამსახური;

ე)  სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახური;

ვ) ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და მიწის მართვის სამსახური;

თ) ზედამხედველობის სამსახური;

ი)  ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური;

კ)  სახანძრო დაცვის სამსახური;

ლ)     სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

მ) პრესსამსახური;

ნ) ეკონომიკური განვითარების სამსახური.“.         

2. მე-13 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი:

„41. მერიისა დგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება.“.

    მუხლი 3

შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ დანართ №2-ში და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 4

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        . გურგენიძე

დანართი №2

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურა

1. მერიის ადმინისტრაცია;

2. ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახური;

3. საფინანსო სამსახური;

4. შესყიდვების სამსახური;

5. სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახური;

6. ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური;

7. ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და მიწის მართვის სამსახური;

8. ზედამხედველობის სამსახური;

9. ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური;

10. სახანძრო დაცვის სამსახური;

11. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

12. პრესსამსახური;

13. ეკონომიკური განვითარების სამსახური;

14. ჟიული შარტავას სახელობის ტერიტორიული ორგანო;

15. შოთა რუსთაველის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

16. დავით აღმაშენებლის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

17. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

18. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

19. ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

20.     ძველი რუსთავის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

21. ილია ჭავჭავაძის  სახელობის ტერიტორიული ორგანო;

22. იაკობ ცურტაველის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

23. ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტერიტორიული ორგანო.