,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111107006, 10/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.102.016040
  • Word
29
04/11/2011
ვებგვერდი, 111107006, 10/11/2011
190020020.35.102.016040
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი

 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2011 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 მულხი 1

,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ივნისის №24 დადგენილებაში (სსმ, 09.06.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის 92 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 92. დევნილი პირველკლასელი ბავშვებისათვის სასკოლო ჩანთებით დახმარება

1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველლასელი ბავშვები.

2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 35 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით, კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წეს დაემატოს შემდეგი შინაარსის 93 მუხლი:

      ,, მუხლი 93 . კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილი ოჯახებისათვის სარწყავი სისტემის მოწყობაში დახმარება

1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არ გააჩნიათ სარწყავი სისტემა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისათვის.

2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება წყლის მილების შეძენა კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.

3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 94:

      ,,მუხლი.94: კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის გაზის გამათბობლით დახმარება

1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და აქვთ ბუნებრივი აირი.

2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება (ოჯახზე ერთი) გაზის გამათბობლის შეძენა თითოეული საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.

3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.“

4 . დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 95 მუხლი:

      ,,მუხლი 95. კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება

 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, აქვთ დაზიანებული საცხოვრებელი სახლები.

 2. საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, დევნილი ოჯახებისათვის მოხდება სამშენებლო მასალის შეძენა კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.

3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 96 მუხლი:

     ,,მუხლი 96. 2009, 2010 და 2011 წელს დაბადებული დევნილი ბავშვების დახმარება

1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 2009, 2010 და 2011 წელს დაბადებული ბავშვები.

2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 70 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით ( ბავშვის ჰიგიენური საფენი, სველი ხელსახოცი, სათამაშო, რძის ფხვნილი) კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.

3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.“

6. დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 97 მუხლი:

     ,,მუხლი 97. 2006, 2007 და 2008 წელს დაბადებული დევნილი ბავშვების დახმარება

1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 2006, 2007 და 2008 წელს დაბადებული ბავშვები.

2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 70 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით (საბავშვო წიგნები, სათამაშო, სახატავი ნაკრები, საკონდიტრო ნაწარმი, რძის ფხვნილი) კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.

3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.“.

მულხი 2

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ს. გურჩიანი