ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

  • Word
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/11/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111104001, 09/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 040170070.35.164.016046
  • Word
19
03/11/2011
ვებგვერდი, 111104001, 09/11/2011
040170070.35.164.016046
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №19

2011 წლის 3 ნოემბერი

ქ. ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაი არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-6 პუნქტის და საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების საფუძველზე:

     მუხლი 1

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაი არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის 10%-ის ოდენობით.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         ბ. ზანდარაშვილი