საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 715
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 30/12/2000
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.872
  • Word
715
29/12/2000
სსმ, 51, 30/12/2000
200.000.000.05.001.000.872
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 130-ე მუხლში ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე გრაფა:

 

25

პიროლიზის თხევადი პროდუქტი

391190000

391190900

ტონა

400 ლარი

 

2. 178-ე მუხლს ბოლოში დაემატოს შემდეგი სიტყვები ამ კარის მიზნებისათვის განკარგვის უფლებით მინდობის (დავალების) ხელშეკრულების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღება ითვლება ქონების მიღებად”.

3. 179-ე მუხლში რიცხვების „8702-8705” შემდეგ დაემატოს სიტყვები და 8711”, ხოლო ბოლოში – სიტყვები „ამ კარის მიზნებისათვის განკარგვის უფლებით მინდობის (დავალების) ხელშეკრულების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა ითვლება დასაბეგრ ოპერაციად”.

4. 181-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 181. გადასახადის განაკვეთები

გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ძრავის მოცულობისა და გამოშვების წლის მიხედვით:

 

ავტოსატრანსპორტო

საშუალებების სახეობები

ავტომოტოტრანსპორტის

ხნოვანება

ძრავის მოცულობის 1სმ3-ზე

განკუთვნილი გადასახადის ოდენობა (ლარებში)

1.

მსუბუქი ავტომობილი

2 წლამდე

0.10

2-დან 5 წლამდე

0.08

5-დან 10 წლამდე

0.07

10-დან 15 წლამდე

0.05

15 წელზე მეტი

0.04

2.

სატვირთო ავტომანქანა

და ავტობუსი

5 წლამდე

0.08

5-დან 10 წლამდე

0.07

10-დან 15 წლამდე

0.04

15 წელზე მეტი

0.02

3.

მოტოციკლეტი

5 წლამდე

0.07

5-დან 10 წლამდე

0.05

10 წელზე მეტი

0.02

 

2. იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომლის გამოშვების წელი დაუდგენელია, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემისათვის გადასახადი დაწესდეს 5-დან 10 წლამდე ხნოვანების ავტომოტოტრანსპორტისათვის განკუთვნილი ოდენობით.”.

5. 183-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 183. გადასახადის გადახდის წესი

1. გადასახადი ექვემდებარება გადახდას მარეგისტრირებელ ორგანოში ავტომობილის გადაცემის რეგისტრაციამდე ან ხელახალ რეგისტრაციამდე. მარეგისტრირებელი ორგანო ავტომობილზე საკუთრების რეგისტრაციას ან ხელახალ რეგისტრაციას ახდენს მხოლოდ გადასახადის გადახდის შემდეგ.

2. განკარგვის უფლებით მინდობის (დავალების) ხელშეკრულების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღების შემთხვევაში გადასახადი გადახდას ექვემდებარება სანოტარო მოქმედების შესრულებამდე. ნოტარიუსი ვალდებულია არ განახორციელოს სანოტარო მოქმედება ვიდრე წარმოდგენილი არ იქნება გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.”.

6. 194-ე მუხლის პირველი ნაწილის:

„ა) „ა” ქვეპუნქტში მოცემული ცხრილის ჩამონათვალში გრაფას „მინერალური წყლები” დაემატოს სიტყვები „გარდა ამავე ნაწილის „გ”-„ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული მინერალური წყლებისა”;

ბ) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. „ბორჯომის” მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადი შეადგენს 10 ლარს 1მ3 წყალზე”;

გ) „გ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ”-„ზ” ქვეპუნქტები:

„დ. „ნაბეღლავის” მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადი შეადგენს 6 ლარს 1მ3 წყალზე;

ე. „საირმის” მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადი შეადგენს 6 ლარს 1მ3 წყალზე;

ვ. „უწერის” მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადი შეადგენს 4 ლარს 1მ3 წყალზე;

ზ. მინერალური წყლებით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადის საერთო ოდენობა გაიანგარიშება წყლის იმ მოცულობაზე, რომელიც მიეცემა მეწარმე სუბიექტს წიაღით სარგებლობის ლიცენზიით. „ბორჯომის” მინერალურ წყალზე ლიცენზია გაიცემა საბადოს სრული დებეტის არანაკლებ 1% -ის ოდენობაზე.”;

დ) ბოლოს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-13 ნაწილი:

„11 მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასი (გარდა შიდა ბაზარზე რეალიზებული ძვირფასი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონებისა, რომლებზედაც წესდება სახელმწიფო რეგულირებადი ფასები), განისაზღვრება როგორც ამ წიაღისეულისგან წარმოებული სასაქონლო პროდუქციის თავისუფალი (საბაზრო) საბითუმო (გასაცემი) ფასი, რომელიც ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების გავლენით თავისუფალი კონკურენციის, მოქმედი საგადასახადო სისტემისა და ყიდვა-გაყიდვის აქტის მონაწილე მხარეთა ინტერესების თავისუფალი შეხამების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12. იმ შემთხვევაში, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებლები ახდენენ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის რეალიზაციას ან იყენებენ საკუთარი მოხმარებისათვის, მაშინ მთლიანად მოპოვებულ და გამოყენებულ სასარგებლო წიაღისეულზე, გარდა 194-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ”-„ვ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მინერალური წყლებისა, ფასი განისაზღვრება სხვა მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის ფასის მიხედვით.

13. მინერალური და მიწისქვეშა მტკნარი წყლის ფასი, გარდა 194-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ”-„ვ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მინერალური წყლებისა, რომელთა რეალიზაცია წარმოებს ბოთლებით, განისაზღვრება ტარისა და დამხმარე მასალების ღირებულების გარეშე.”.

7. 195-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. მინერალურ წყლებზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი მეწარმე სუბიექტმა უნდა გადაიხადოს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღებიდან ყოველი მე-3 თვის ბოლოს, ამ პერიოდის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობის მიხედვით.”.

8. 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტში სიტყვები „2000 წლის 31 დეკემბრიდან” შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 1 იანვრიდან”.

9. 273-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილში სიტყვები „2000 წლის 31 დეკემბრამდე” შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 1 იანვრამდე”;

ბ) მე-10 და მე-11 ნაწილებში რიცხვი „2001” შეიცვალოს რიცხვით „2002”;

გ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე:

ა. თამბაქოს ნაწარმის იმპორტი (თამბაქოს ნედლეულის გარდა) საბაჟო გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის ნაცვლად დაიბეგროს შემდეგი ოდენობის ფიქსირებული გადასახადით:

ა.ა) მოსაწევი თამბაქო (ჩიბუხის) – 20 ლარი 1 კგ-ზე;

ა.ბ) სიგარა – 60 თეთრი 1 ცალზე;

ა.გ) სიგარილა და ფილტრიანი სიგარეტი – 40 თეთრი 1 კოლოფზე (20 ღერი);

ა.დ) ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი – 20 თეთრი 1 კოლოფზე (20 ღერი);

ბ) ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმის მიწოდება (თამბაქოს ნედლეულის გარდა) დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის ნაცვლად დაიბეგროს შემდეგი ოდენობის ფიქსირებული გადასახადით:

ბ.ა) მოსაწევი თამბაქო (ჩიბუხის) – 20 ლარი 1 კგ-ზე;

ბ.ბ) სიგარა – 60 თეთრი 1 ცალზე;

ბ.გ) სიგარილა და ფილტრიანი სიგარეტი – 20 თეთრი 1 კოლოფზე (20 ღერი);

ბ.დ) ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი – 7 თეთრი 1 კოლოფზე (20 ღერი);

გ) ამ მუხლის ა” და ბ” ქვეპუნქტებში აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკების შეძენისას გადაიხდევინება ფიქსირებული გადასახადი სრული ოდენობით;

დ) სიგარეტის მიწოდება დღგ-ით არ იბეგრება;

ე) ამ კანონის მიღებამდე გაცემული აქციზური მარკები უკან დაბრუნებას და გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.”;

დ) მე-17 ნაწილში სიტყვები 2000 წლის 31 დეკემბრამდე” შეიცვალოს სიტყვებით 2002 წლის 1 იანვრამდე”;

ე) 28-ე ნაწილში რიცხვი 2000” შეიცვალოს რიცხვით 2002”;

ვ) 37-ე ნაწილში რიცხვი 2001” შეიცვალოს რიცხვით 2002”;

ზ) 38-ე ნაწილში რიცხვი 2001” შეიცვალოს რიცხვით 2002”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                  ე.    შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 29 დეკემბერი.

№715რს