„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5095-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111103007, 03/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 040170290.05.001.016453
  • Word
5095-IIს
11/10/2011
ვებგვერდი, 111103007, 03/11/2011
040170290.05.001.016453
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 321) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

     „მუხლი 101. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ  საკუთრებაში არსებული ქონების განვითარების პირობები

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით.

3. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დემონტაჟს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 ოქტომბერი.

5095II