I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ

  • Word
I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111103003, 08/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016089
  • Word
39
28/10/2011
ვებგვერდი, 111103003, 08/11/2011
010250020.35.122.016089
I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2011 წის 28 ოქტომბერი

ქ. წყალტუბო

I კლასის შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში საქართველოს მთავრობის დადგენილების) 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალის­წინე­ბუ­ლი პროცედურის დაცვით, შესაძლებელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული ტერიტორიისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლბრივი აქტბით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი.

2. თუ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს:

ა) შენობა-ნაგებობის ფასადის მდებარეობის ამსახველი ადგილის ტოპოგრაფიული რუკა ფასადის მდებარეობის ადგილის ჩვენებით;

ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

    მუხლი 2

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა), თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა მდებარეობს:

ა) ქ. წყალტუბოს ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებულ ზონაში.

ბ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიანი ზოლში, ასევე -წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე დაცულ ტერიტორიებში;

გ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით);

დ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით განსაზღვრულ კურორტებსა და საკურორტო ადგილებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟის შემთხვევაში, თუ ანტრესოლი, კიბე, ვიტრინა, კარი, ფანჯარა და სხვა ღიობები არ უკავშირდება შენობის ფასადის ცვლილებას, მათი მოწყობა/დემონტაჟი ხორციელდება შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე, საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა და 66-ე მუხლით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი პროცედურის დაცვით.

    მუხლი 3

აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსება №2 დანართით (რუკაზე მონიშნული არეალით) გათვალისწინებულ ტერიტორიაზე.

    მუხლი 4

ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №71 დადგენილება, „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ .

 მუხლი 5

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიას (ჯ. შუღლაძე).

 მუხლი 6

 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        . საარეიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

 

 

 

 

 

დანართი №2