დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 713 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 16/01/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.200.000.05.001.000.871 |
საქართველოს კანონი
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. სამკურნალო-პროფილაქტიკურ საშუალებებს – კბილის პასტას, საღეჭ რეზინს, კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებებს – რეგისტრაციისას, თუ ისინი იდენტურია ორიგინალური სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების მწარმოებლის მიერ საქართველოში ადრე რეგისტრირებული საშუალებებისა და წარმოებულია სხვა ქვეყანაში ამ მწარმოებლის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურით ენიჭება საქართველოში ადრე რეგისტრირებული სამკურნალო-პროფილაქტიკური საშულებების სტატუსი.”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი
2000 წლის 28 დეკემბერი.
№713-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები