ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111101016, 07/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016070
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
37
31/10/2011
ვებგვერდი, 111101016, 07/11/2011
010250020.35.117.016070
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/11/2011 - 25/11/2011)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2011 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 1. დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          კ. ფარჯანაძე

 

დანართი №1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების  სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

წინამდებარე წესი განსაზღვრავს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. უფლებამოსილი ორგანოები

გადაწყვეტილებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციისა და მათთვის სახელწოდების მინიჭების შესახებ იღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

    მუხლი 3. ადმინისტრაციული წარმოება ნუმერაციისა და სახელწოდების მინიჭების თაობაზე

1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის და სახელწოდების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.

 2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებით წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 4. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და ბულვარების ნუმერაციის საფუძველი

ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნებისა და სკვერების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) ნუმერაციის არარსებობა;

ბ) არსებულ დოკუმენტებში მინიჭებული ნომრების აღრევა;

გ) სხვა შემთხვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნუმერაციის მოთხოვნა.

    მუხლი 5. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი

1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;

ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;

) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;

) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.

2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.

    მუხლი 6. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების,  მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია

 1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნებისა და სკვერების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით, გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაბულ ციფრზე ქართული ანბანის ასოს ან არაბული ციფრის ინდექსის დამატებით.

 2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით.

    მუხლი 7. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდება

ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების და სკვერების სახელების მინიჭება ხორციელდება კანონით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 8. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების შესახებ ინიციატივა

 1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის (შემდგომში – ინიციატივის) უფლება აქვთ:

 ა) ადგილობრვი თვითმმართველობის ორგანოებს;

 ბ) ადგილობრივ მოსახლეობას;

 გ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;

 დ) დაინტერესებულ პირს ან პირთა ჯგუფს.

 2. ინიციატივა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს მოთხოვნას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისათვის კონკრეტული სახელწოდების მინიჭების შესახებ და ამ მოთხოვნის დეტალურ დასაბუთებას.

    მუხლი 9. გადაწყვეტილების მიღების წესი

1. „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისათვის ბინების ნუმერაციის შესახებ.

2. საკრებულოს აპარატი ვალდებულია, ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

3. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისათვის ბინების ნუმერაციის შესახებ მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.