დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111101010, 07/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.023.016091 |
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №28
2011 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №22 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110615013, 20/06/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) და სარჩელის სასამართლოში წარდგენის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის გადაგზავნა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტისათვის;“.
2. მე-7 მუხლის „ვ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრას (გამოანგარიშებას) და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები