„ინსპექტირებასა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ინსპექტირებასა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111101009, 07/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016090
  • Word
27
31/10/2011
ვებგვერდი, 111101009, 07/11/2011
360160000.22.023.016090
„ინსპექტირებასა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №27

2011 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ინსპექტირებასა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის  №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ინსპექტირებასა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის  №28 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110707004, 11/07/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული ქმედებით ზიანი მიადგა გარემოს, კანონმდებლობით დადგენილ წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ერთი თვის ვადაში გეგმური/არაგეგმური შემოწმების განმახორციელებელი პირების მიერ განისაზღვრება (გამოანგარიშდება) გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა და წარედგინება დეპარტამენტის უფროსს. დეპარტამენტის უფროსი გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებულ ოდენობას წარუდგენს სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს სარჩელის შესაბამის სასამართლოში წარსადგენად.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ.  ხაჩიძე