,,აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 01/11/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111101007, 03/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.061.016013
  • Word
12
01/11/2011
ვებგვერდი, 111101007, 03/11/2011
010320020.32.061.016013
,,აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
,,აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება 12

2011 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის 35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის 35 დადგენილებაში (,,აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე’’ 23, მუხლი 64, 12.10.2006) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, აფხაზეთის მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვროს ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.“.

3. დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მთავარი სპეციალისტი“.

4. დებულების მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აფხაზეთის მინისტრს ჰყავს 2 (ორი) მოადგილე, რომელსაც, აფხაზეთის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე; აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები ასრულებენ მინისტრის მიერ დაკისრებულ ფუნქციებსა და ცალკეულ დავალებებს; აფხაზეთის მინისტრის არყოფნის შემთხვევაში აფხაზეთის მინისტრის მოვალეობას ასრულებს აფხაზეთის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია