,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 674
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111101004, 01/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240080.08.002.016346
  • Word
674
31/10/2011
ვებგვერდი, 111101004, 01/11/2011
010240080.08.002.016346
,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება674

2011 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებული ,,სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ცნობათა ნუსხის“ 5.6. და 5.6.1. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5.6. ინფორმაცია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების ობიექტებისათვის ჩასატარებელი და ჩატარებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ტერიტორიაზე განთავსებული უძრავი ქონების შესახებ. ცნობები აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დროს გამოყენებული სამშენებლო-სარემონტო მასალის, ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ;

5.6.1. ინფორმაცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების, გარე დაცვის, სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულებისა და საბადრაგო სამსახურების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობისა და სამსახურებრივი განრიგების შესახებ, ასევე ცნობები არსებული ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი