შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ

  • Word
შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 410
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111031041, 31/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.016570
  • Word
410
28/10/2011
ვებგვერდი, 111031041, 31/10/2011
430210000.10.003.016570
შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 410

2011 წლის 28 ოქტომბერი

. თბილისი

შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 341 მუხლის საფუძველზე:

1. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების სამი­ნისტროს  შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებ­რივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების კოორდინაცია/კონტ­როლი.

2. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყებისთანავე საჯა­რო სამარ­თლის იურიდი­ულმა პირმა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უზრუნველყოს შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ სტუ­დენტ­თა ჩარიცხვა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

3. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლი­კ­ვიდაციის  წარმოების  დაწყების­თა­ნავე სა­ქართვე­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინის­ტრომ უზრუნველყოს შპს „სარკი­ნიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ სტუდენტების მიერ გა­დახ­დი­ლი სწავლის საფასურის შესაბამისი თანხის საჯარო სა­მარ­თ­ლის იურიდიული პირისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი­სათვის გადაცემა. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქა­რთ­ველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლის სა­ფასური ნაკლებია შპს „სარ­კინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ სტუდენ­ტების მიერ გადახდილ სწავ­ლის საფასურზე, ამ თანხებს შორის სხვაობა ხმარ­დება შემ­დგომ სემესტრ­ში სწავლის დაფინანსებას.

4. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლი­კ­ვიდაციის წარმოების დასრულების­თა­ნავე საქარ­თ­ვე­­­ლოს ეკონომი­კისა და მდგრადი განვითარების სა­მი­ნისტრომ უზ­რუნველყოს შპს „სარკი­ნიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ მოძრავი ქო­ნე­ბის სა­ჯარო სამარ­თლის იურიდიული პი­რისათვის საქართველოს ტექნიკუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტისათვის გადაცემა. 

5. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ ლი­კვიდაციის წარმოების დასრულების­თანა­ვე საჯარო სამარ­თლის იური­დიული პირი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაი­თ­ვა­ლოს შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ სამარ­თალმემკ­ვიდრედ გადაცემული თან­ხის, ქონებისა და შპს „სარკინიგზო ტრანს­პორტის საზოგადოებრივი კოლეჯის“ მიერ გან­ხორციელებული სა­განმანა­თლებლო სა­ქ­­მია­ნობის ნაწილში.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი                                                                                       . გი­ლა­უ­რი