დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 407 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111031038, 31/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016567 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №407
2011 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ
მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. სსიპ – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ჩაითვალოს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №276 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები