საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111031037, 31/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.016566
  • Word
406
28/10/2011
ვებგვერდი, 111031037, 31/10/2011
430210000.10.003.016566
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 406

2011 წლის 28 ოქტომბერი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

 მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი გან­ვი­­­რე­ბის შე­სახებსაქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნ­ქ­ტის სა­ფუძ­­ველ­ზე:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილ­­იას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და საჯარო სამარ­­ლის იურიდიული პირი ილიას სახელმწი­ფო უნივერსიტეტის და­მო­უ­კიდებელი სტრუქტურული ერთეული – გიორგი ელიავას სახელობის ბაქ­ტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლო­გიის დამოუ­კიდ­ებ­ე­ლი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურ­იდიულ პირად – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკ­რო­ბიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტად 2012 წლის 1 იან­ვრი­დან.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეც­ნი­­რო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებსაქართველოს მთავ­რობის 2010 წლის 10 სექტემბრის №274 დადგენილების პირველი მუხ­ლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი 2012 წლის 1 იანვრიდან.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განა­ხორ­ციელოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – გიორგი ელიავას სა­ხელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის  ინ­­ტიტუტის სახელმწიფო კონტროლი.

4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ილიას სა­ხელ­მწიფო უნივერსიტეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილ­იას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირე­ბუ­ლი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

5. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნ­ის­ტროს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – გიორგი ელიავას სა­ხე­ლობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინს­ტი­ტუტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის/დირექტორის და­­ნიშვნა;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – გიორგი ელიავას სა­ხე­ლობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის  ინს­ტი­ტუტის წესდების დამტკიცება.

6. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე­ბ­ის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიულ პი­რს გიორგი ელ­ია­­ას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსო­ლო­გი­ის ინსტიტუტ კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობის უფ­­ლე­ბით გადასცეს შესაბამისი ქონება.

7. საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – გიორგი ელიავას სა­ხე­ლო­ბის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტი­ტუ­ი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ილიას სა­ხელ­მწი­ფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერ­თე­უ­ლ­­ის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიო­ლო­გი­­სა და ვირუსოლო­გიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეუ­ლ­ის უფლებამონაცვლედ.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                               ნ. გილაური