„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111031036, 31/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016565
  • Word
405
28/10/2011
ვებგვერდი, 111031036, 31/10/2011
470230000.10.003.016565
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 405

2011 წლის 28 ოქტომბერი

. თბილისი

„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 17/02/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილე­ბით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №2 დანართის (ინფექციური დაავადებების მართვა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,682.5 ათასი  ლარით.“.

2. №3 დანართის (ტუბერკულოზის მართვა):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა1“ ქვეპუნქტი:

„ა.ა1) ლაბორატორიული კვლევები 2011 წლის 1 ნოემბრიდან და­სავლეთ საქართველოში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში გან­ხორ­ციელდება ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:  

„დ) ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტი:

დ.ა) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რე­გი­ონებში ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილო­ტუ­რი განხორციელება (2011 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბ­რის ჩა­თვლით);

დ.ბ) დასავლეთ საქართველოში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პი­ლო­ტური განხორციელება (2011 წლის 1 ნოემბრიდან).“;

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 631 015.0 ლარით დანართი 3.3-ის შესაბამისად.“;

გ) დანართი 3.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 3.1 – ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება გლობალური ბიუჯეტით

 

 

თვითმმართველი ერთეულები

თვის ბიუჯეტი (2011 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით) (ლარებით)

 

თვის ბიუჯეტი (2011 წლის 1 ნოემბრიდან)  (ლარებით)

 

1

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

819

624

2

ასპინძის მუნიციპალიტეტი

852

852

3

ონის მუნიციპალიტეტი

762

566

4

თიანეთის მუნიციპალიტეტი

825

825

5

ადიგენის მუნიციპალიტეტი

898

898

6

ცაგერის მუნიციპალიტეტი

853

633

7

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

798

603

8

მესტიის მუნიციპალიტეტი

810

616

9

ახალგორის მუნიციპალიტეტი

784

784

10

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

965

770

11

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

872

677

12

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

952

952

13

დმანისის მუნიციპალიტეტი

883

883

14

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

1,148

1,148

15

ახალციხის მუნიციპალიტეტი

924

924

16

დუშეთის მუნიციპალიტეტი

948

948

17

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

799

600

18

ქედის მუნიციპალიტეტი

817

621

19

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

862

665

20

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

866

671

21

ვანის მუნიციპალიტეტი

957

761

22

აბაშის მუნიციპალიტეტი

956

762

23

ხონის მუნიციპალიტეტი

902

707

24

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

1,109

914

25

წალკის მუნიციპალიტეტი

806

806

26

ქარელის მუნიციპალიტეტი

1,210

988

27

ხულოს მუნიციპალიტეტი

908

711

28

ახმეტის მუნიციპალიტეტი

1,015

791

29

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

820

621

30

ყვარლის მუნიციპალიტეტი

810

626

31

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

848

848

32

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

670

670

33

საჩხერის მუნიციპალიტეტი

978

795

34

ხობის მუნიციპალიტეტი

1,167

987

35

კასპის მუნიციპალიტეტი

1,317

1,097

36

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

920

920

37

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

1,029

1,029

38

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

1,150

969

39

მარტვილის მუნიციპალიტეტი

947

765

40

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

1,249

1,069

41

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

1,267

862

42

ხაშურის მუნიციპალიტეტი

1,098

876

43

სენაკის მუნიციპალიტეტი

1,355

1,174

44

მცხეთის მუნიციპალიტეტი

1,476

1,476

45

თელავის მუნიციპალიტეტი

932

747

46

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

1,420

1,420

47

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

1,339

1,157

48

ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქუტირი

208

208

49

შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზამლეთი

2,363

2,015

50

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

2,887

2,484

51

თვითმმართველი ქალაქი ფოთი

7,896

7,494

52

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

3,439

3,032

53

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

3,370

2,967

54

მარნეულის მუნიციპალიტეტი

4,392

4,392

55

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

5,274

4,875

56

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

4,029

3,627

57

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

6,289

5,758

58

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

4,096

3,693

59

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

6,364

5,920

60

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

13,649

12,450

61

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმი

12,463

11,474

62

გორის მუნიციპალიტეტი

9,609

9,075

63

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

13,412

10,996

64

ადიგენის მუნიციპალიტეტი, დაბა აბასთუმანი

3,339

3,339

65

თვითმმართველი ქალაქი  რუსთავი

12,233

12,233

66

თვითმმართველი ქალაქი  თბილისი

80,440

80,440.“;

 

დ) დანართი 3.3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 3.3 – პროგრამის ბიუჯეტი 

 

ღონისძიება

ბიუჯეტი (ლარებით)

1

ამბულატორიული მომსახურება

2,886,560

 

2

რეფერენს კონტროლის კომპონენტი (მათ შორის, რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის სრულყოფის ღონისძიებები)

1,043, 670

2.1

რეფერენს ლაბორატორია

419,650

2.2

ზედამხედველობა

96,000

2.3

რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის სრულყოფის ღონისძიებები (2011 წლის 1 ოქტომბრამდე)

528,020

3

სტაციონარული მომსახურება (მათ შორის, რეზისტენტული ფორმების მკურნალობა)

5,669,410

4

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტური განხორციელება (2011 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით)

11,200

5

დასავლეთ საქართველოში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტური განხორციელება (2011 წლის 1 ნოემბრიდან)

20,175

                                                             სულ:

9,631,015.“.

3. №5 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა): 

ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4,481.8 ათასი ლარით და­ნარ­თი 5.6‑ის შესაბამისად.“;

ბ) დანართი 5.6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 5.6 – პროგრამის ბიუჯეტი

 

მომსახურებები

ბიუჯეტი (ლარებით)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა

1,959,500.0

2

 

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა

1,434,500.0

3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

188,800.0

4

 

ორსულებში B ჰეპატიტის და აივ-ინფექციის/შიდსის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებით უზრუნველყოფა

99,000.0

 

5

 

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

800,000.0

 

 

                                             სულ:

 

4,481,800.0.“.

 

 

4. №7 დანართის (სპეციალიზებული ამბულატორიული დახმა­რება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტია 565  ათასი ლარი, აქედან:

ა) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახუ­რების ბიუჯეტი განისაზღვრება 465 ათასი ლარით;

ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძი­ებების ბიუჯეტი განისაზღვრება 100 ათასი ლარით.“.

5. №8 დანართში (ნარკომანია):

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან  საქართველოს მოქალაქეები.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების  წესი

1. ნარკომანიით დაავადებულთა სტაციონარული დეტოქსიკაციის ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 1250 ლარისა, ხოლო პირველადი რეაბილიტაცია – ასევე ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

2. ნარკომანიით დაავადებულთა სტაციონარული დეტოქსი­კაცი­ისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში თვის ლიმიტი განისაზღვროს 23 პაციენტის მომსახურების საშუალო ღირე­ბუ­ლებით – 51 750 ლარით.

3. ჩანაცვლებითი თერაპიის კომპონენტი დაფინანსდება შესრუ­ლე­ბული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ამ კომპონენტისთვის პროგ­რამით გათვალისწინებული თანხის 1/12-ისა ყოველთვიურად.

4. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებისას პაციენტის მხრი­დან გათვალისწინებულია თანაგადახდა, რაც ერთი პაციენტის მხრი­დან შეადგენს ერთი თვის განმავლობაში 150 ლარს. თანაგადახდა არ ეხე­ბათ აივ‑ინფექციით დაავადებულებს.“;

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,355.15 ათასი ლარით.

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათას ლარებში)

1

სტაციონარული დეტოქსიკაცია

68.75

2

ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა

1,286.4

 

                                                      სულ:

1,355.15.“;

 

დ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

     „მუხლი 7. დამატებითი პირობები

პროგრამის მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომ­­სახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს ბენეფიციართა რიგის ფორმირებას, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ბენეფიციარებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პაციენტები, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ „ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის“ „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირ­ველადი რეაბილიტაციის“ კომპონენტით;

ბ) აივ­‑ინფექციით/შიდსით ინფიცირებული პაციენტები, რათა შე­მცირდეს აივ‑ინფექციის/შიდსის ტრანსმისია;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000‑ს;

დ) 18–25 წლამდე ასაკის პაციენტები;

ე)  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფ­ლე­­ბისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტე­რანები და მათთან გათანაბრებული პირები.“.

6. №9 დანართის (ანტირაბიული დახმარება) მე-6 მუხლი  ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 307.4 ათასი ლარით.“.

7.  №15 დანართის (დიალიზი  და  თირკმლის  ტრანსპლანტაცია) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 18,439.1 ათასი ლარით.“.

8. №16 დანართის (გულის ქირურგია) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,607.9 ათასი ლარით, მათ შო­რის:

ა) გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული  მკურ­ნა­ლობა – 3,798.6  ათასი ლარით;

ბ) გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათო­ლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობა – 3,036.3 ათასი ლარით;

გ) კორონარული ანგიოპლასტიკა – 773.0 ათასი ლარით.“.

9. №18 დანართის (იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანა­ცვ­ლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვე­პუნქტი:    

„ა1) მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემიით (ბრუტონის დაავა­დე­ბა) დაავადებული 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები;“.

10. №20 დანართის (სოფლის ექიმი) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,123.8 ათასი ლარით, მათ შო­რის:

ა) ამბულატორიული მომსახურება სოფლად – 11,809.7 ათასი ლა­რით;

ბ) ამბულატორიული მომსახურება სპეცდაფინანსებაზე მყოფ და­წესებულებებში – 3,314.1 ათასი ლარით.“.

11. №21 დანართის (რეფერალური დახმარება) მე-6 მუხლი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,457,1 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 7,144.1 ათასი ლარით;

ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართ­ლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯა­ხის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურების კომპონენტი – 308.0 ათასი ლარით;

გ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯა­ხის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლა­რით.“.

12. №22 დანართის (3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,904.5 ათასი ლარით, მათ შორის:

) სტაციონარული დახმარება 11,504.5 ათასი ლარით;

) გადაუდებელი დახმარება 400.0 ათასი ლარით.“.

13. №23  დანართის (მოსახლეობის ურგენტული მომსახურება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,355.3 ათასი ლარით.“.

14. №24 დანართის (ზოგადი ამბულატორიული მომსახურება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,850.7 ათასი ლარით.“.

15. №26 დანართის (სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

    „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,433.1 ათასი ლარით, მათ შო­რის:

ა) სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა ამბულატორიული შემოწმების კომპონენტი – 1,135.0 ათასი ლარით;

ბ) სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა დამატებითი სტაცი­ონარული გამოკვლევების კომპონენტი – 298.1 ათასი ლარით.“.

მუხლის 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ნ. გილაური