საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5139-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111031033, 31/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016004
  • Word
5139-IIს
25/10/2011
ვებგვერდი, 111031033, 31/10/2011
010190030.06.001.016004
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 149-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

7. ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი და განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტები უარყოფილად ითვლება, რის შესახებაც წამყვანი კომიტეტი აცნობებს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“.

2. 272-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                               დ . ბაქრაძე

 

თბილისი,

2011 წლის 25 ოქტომბერი.                                                                  

№5139 –II