საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5119-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111031029, 31/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.016445
  • Word
5119-IIს
13/10/2011
ვებგვერდი, 111031029, 31/10/2011
040000000.05.001.016445
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნ შემდეგი ცვლილება:

1. 576-−580-ე მუხლებ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 576. ცნება

1. ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:

) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;   

) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

2. მიმწოდებელი შეიძლება იმავდროულად იყოს ლიზინგის გამცემი, თუ მიმწოდებლის ჩვეულებრივ საქმიანობა არის ქონების მიწოდება ან ქონების ლიზინგით გაცემა. ქონება შეიძლება შეძენილ იქნეს ასევე ლიზინგის მიმღებისგან.

3. ლიზინგით გაცემული ქონება ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას განმეორებით შეიძლება გაიცეს ლიზინგით, მაგრამ იმისათვის, რომ მასზე გავრცელდეს ამ თავის დებულებები, ლიზინგის გამცემმა უნდა მოიპოვოს ლიზინგის მიმღებისგან ქონების დამოუკიდებელი შერჩევის დადასტურება.

4. ლიზინგის საგანი არ შეიძლება იყოს ფული, ფასიანი ქაღალდი, წილი ან პაი სამეწარმეო საზოგადოებაში.

    მუხლი 577. ლიზინგის მიმღების უფლებები მიმწოდებლის მიმართ

1. ლიზინგის გამცემსა და მიმწოდებელს შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიმწოდებლის ვალდებულებები არსებობს ლიზინგის მიმღების წინაშეც, თუმცა მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი ერთდროულად ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების მიმართ ერთსა და იმავე ზიანზე.

2.  ლიზინგის გამცემი ვალდებულია მოთხოვნისთანავე დაუთმოს  ლიზინგის მიმღებს თავისი უფლებები, რომლებიც უკავშირდება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნას.

3.  მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რომლებიც გავლენას ახდენს ლიზინგის მიმღების უფლებებზე, დასაშვებია მხოლოდ ლიზინგის მიმღების თანხმობით.

4.  ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების დებულებების საწინააღმდეგო მხარეთა შეთანხმება ბათილია.

5.  ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, შეთანხმდეს მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შეცვლაზე, შეწყვეტაზე ან მოშლაზე ლიზინგის გამცემის თანხმობის გარეშე.

    მუხლი 578. უფლებები ლიზინგის საგანზე

1. ლიზინგის საგანი ცალკე უფლების ობიექტია იმ შემთხვევაშიც, თუ ის გახდება სხვა ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.

2. ლიზინგის საგნის შემძენი იკავებს ლიზინგის გამცემის ადგილს და მასზე გადადის ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.

    მუხლი 579.  ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის დაუშვებლობა

ლიზინგის ხელშეკრულებით არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე იმ მიზეზით, რომ მეორე მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  ლიზინგის მიმღების მფლობელობის უფლება იზღუდება ამ კოდექსის 5805 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

    მუხლი 580.  ქონების მიღება

1. ქონება მიიღება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის გამცემისთვის ან მიმწოდებლისთვის იმის დადასტურებით, რომ ქონება შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, ან როდესაც ლიზინგის მიმღები არ აცხადებს ქონებაზე უარს მას შემდეგ, რაც მისი შემოწმების გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა, ან როცა ლიზინგის მიმღები იწყებს ქონებით სარგებლობას.

2. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მიმწოდებლისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ ქონება არ შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს.

3. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღებზე გადადის ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5801−5806 მუხლები:

     „მუხლი 5801.  ქონების მიწოდების პირობების დარღვევა

1. თუ ქონება ლიზინგის მიმღებს არ მიეწოდა, მიეწოდა ვადაგადაცილებით ან ის არ შეესაბამება ლიზინგის ხელშეკრულების პირობებს, ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, არ მიიღოს ქონება და მიმწოდებლისგან მოითხოვოს იმგვარი ქონება, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისი იქნება, ან/და მოითხოვოს მისგან ზიანის ანაზღაურება.

2. ქონების მიწოდების პირობების დარღვევისას ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი რჩება მიმწოდებელზე, ამ კოდექსის 5805 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

    მუხლი 5802. ლიზინგის მიმღების უფლებები მოთხოვნის დათმობისას

ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის გამცემის  მოთხოვნის დათმობისას მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ამ კოდექსის  201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულისაგან განსხვავებულ წესზე.

    მუხლი 5803.  უნაკლო ქონების გადაცემის ვალდებულება

1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, რომ ქონება იქნება ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობაში და გამოდგება იმ  სარგებლობისთვის, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, გამიზნულია ასეთი ქონება.

2. ლიზინგის მიმღები პასუხისმგებელია იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ქონების  იმ აღწერილობასთან შესაბამისობით, რომელიც მან მიაწოდა ლიზინგის გამცემს ან მიმწოდებელს.

    მუხლი 5804 . ლიზინგის მიმღების ვალდებულებები ლიზინგის საგნის მოვლასთან და დაბრუნებასთან დაკავშირებით

1.  ლიზინგის მიმღებმა სათანადოდ უნდა მოუაროს ლიზინგის საგანს, უნდა გამოიყენოს ის მიზნობრივად, იმ დანიშნულებით, რომლითაც, ჩვეულებრივ, ამ ქონებას იყენებენ, და უნდა შეინარჩუნოს ის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.

2. თუ ლიზინგის ხელშეკრულება განსაზღვრავს ლიზინგის საგნის სათანადო მოხმარების ვალდებულებას ანდა მწარმოებელი ან მიმწოდებელი ადგენს  ქონების მოხმარების წესებს, ლიზინგის მიმღების ლიზინგის საგნის სათანადო მოხმარების ვალდებულებასთან ან ქონების მოხმარების წესებთან შესაბამისობა ჩაითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ლიზინგის მიმღების ვალდებულების შესრულებად. 

3. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის მიმღები, თუ ის არ იყენებს ქონებას ან არ აქვს უფლება, შეიძინოს ქონება ან ლიზინგით დაიტოვოს ის  დამატებითი ვადით, ვალდებულია ქონება დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მდგომარეობაში.

    მუხლი 5805.  ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა

1. ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.

2. ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც ლიზინგის საგანს მიიღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ვეღარ ახორციელებს მფლობელობას ლიზინგის საგანზე ან მფლობელობის უფლება შეიზღუდა იმ პირის მიერ, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს ქონებაზე, თუკი ეს უფლება ან პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა.

    მუხლი 5806.  ქონების მფლობელობა და განკარგვა

1. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

2. ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, მოსთხოვოს ლიზინგის გამცემს მისი მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, თუ ლიზინგის გამცემი ქონებას მფლობელობაში დაიბრუნებს ლიზინგის მიმღების მფლობელობის არამართლზომიერი ხელშეშლის გზით, ან თუ ლიზინგის გამცემს არ დაუწესებია დამატებითი ვადა ამ კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ვადის დაწესება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ არის საჭირო. ამასთანავე, ლიზინგის მიმღებს  არ აქვს უფლება, მოითხოვოს ლიზინგის საგანზე მფლობელობის აღდგენა.“.

3. 1011-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მწარმოებლად ითვლება აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გამოაქვს გაყიდვის, გაქირავების ან სხვა ფორმით, სამეურნეო მიზნებით, თავისი საქმიანი მოღვაწეობის სფეროში, ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით.“.

 მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 28.05.2002, მუხ. 49).

 მუხლი 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მისი ამოქმედების შემდეგ დადებული ლიზინგის ხელშეკრულებების მიმართ.

 მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 13 ოქტომბერი.

№5119–IIს