დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-64 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11-48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 28/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111031025, 01/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.36.101.016066 |
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №11-48
2011 წლის 28 ოქტომბერ ი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-64 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-64 გადაწყვეტილებაში და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) პირობების ა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“.
2. შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-64 გადაწყვეტილებაში და პირველი პუნქტი ს „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმა (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. „ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-64 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) პირობები (დანართი №3)“.
4. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
დანართი №1
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ქონების მართვის სააგენტო
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება)
№ -----------
„----“ „------ -------“
(რიცხვი,თვე,წელი) ქ. თბილისი
აუქციონში გამარჯვებული პირის/ოქმის ადმინისტრაციული დაპირების მიმღები პირის მონაცემები:
| სახელი , გვარი/დასახელება | -------/ -------------- |
| |
| პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი | 000000000/000000000 | ||
| მისამართი | --------------- ------------- |
| |
| წარმომადგენელი/მინდობილი პირი | -------------/------------ |
| |
__________________________________________________________________
| აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების მონაცემები: | ჩატარებული აუქციონის მონაცემები: | ||
| მისამართი | -------------------- | აუქციონის ჩატარების თარიღი | -------------------------- |
| მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № | -------------------- | აუქციონის № | ------- |
| უძრავი ქონების ფართი კვ.მ. | ------------------- | აუქციონის ლოტის № | ------ |
_______________________________________________________________________________________________________________________________________________
| ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია: | ჩატარებული აუქციონის განსაკუთრებული პირობები: | ||
| ქონების საწყისი ფასი 1 კვ.მ-ზე ლარებში | ----------- | სრული საბოლოო ღირებულების გადახდის ბოლო ვადა | ------------------------------------ |
| აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი 1 კვ.მ-ზე ლარებში | ---------- | აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურის გადახდის ბოლო ვადა | ----------------------------------- |
| გაყიდული ქონების სრული საბოლოო ღირებულება ლარებში | ----------- | სხვა ვალდებულება | ---------------------------- |
| აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური ლარებში | ----------- |
|
|
_________________________________________________________________________________________________________________________________________________________
შეზღუდვა: ---------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებული პირის განცხადება:
ვაცხადებ, რომ მონაწილეობა მივიღე „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ქ.თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ მოწყობილ წინამდებარე აუქციოზე. აუქციონის შესახებ ინფორმაცია და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) პირობები ვიხილე ქ.თბილისის მერიის - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვედზე http://www.iauctio№.ge/ და სრულად ვეთანხმები მას.
|
|
სახელი გვარი ------ ---------
დანართი №3
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება )
პირობები
მუხლი 1. გადახდის პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. სააგენტოს მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებული პირისთვის შეადგენს 250 ლარს, აღნიშნული თანხა გადაიხდება საპრივატიზებო თანხასთან ერთად. აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების რეგისტრაციას ახორციელებს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო. სსიპ –საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საფასურს - 50 ლარს ქონების მართვის სააგენტო იხდის მომსახურების საფასურიდან.
2. თუ ლოტში შედის რამდენიმე უძრავი ნივთი, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აუქციონში გამარჯვებული , ამ მუხლის პირველი პუნქტი თ გათვალისწინებულ საფასურთან ერთად იხდის აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურს – 100 ლარს, ყოველ დამატებით უძრავ ნივთზე.
3. თუ აუქციონის გზით შეძენილი ლოტის სრული/საბოლოო ღირებულების გადასახდელად მყიდველს დასჭირდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, მყიდველს შეუძლია ისარგებლოს განვადებით. განვადების საფასური შეადგენს ლოტის საწყისი ღირებულების 0,5%-ს ყოველ დამატებით 30 კალენდარულ დღეზე. ქონების შემძენი არ იხდის განვადების პირველი 30 კალენდარული დღის საფასურს. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად განვადების თანხის გადახდა ხორციელდება საპრივატიზაციო თანხასთან ერთად .
4. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორს წარუდგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.
5. აუქციონატორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ პირს, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მოსთხოვოს აუქციონატორისთვის საჭირო ინფორმაციული ხასიათის ნებისმიერი სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტის წარმოდგენა .
მუხლი 2 . ქონების შემძენის პასუხისმგებლობა
1. აუქციონის შედეგები ავტომატურად უქმდება და ქონების შემძენს გადახდილი ბე არ უბრუნდება ან კარგავს საბანკო გარანტიას თუ:
ა ) ქონების შემძენი ოქმით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის სრულ/საბოლოო თანხასა და მომსახურების საფასურს ;
ბ) ქონების შემძენი არ შეასრულებს აუქციონის პირობებს, თუ პირობის შესრულება სავალდებულო იყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემამდე განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) პირობების , პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას წარმოსადგენ დოკუმენტაციაზე ;
გ ) ქონების შემძენი არ ეთანხმება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს/ ოქმის პირობებს ან აუქციონის შედეგებს;
დ ) ქონების შემძენის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მას მიეცა აუქციონში გამარჯვების ან/და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ან/და სხვა სარგებლის მიღების შესაძლებლობა;
2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება გამოი ყენოს მოქმედი კანონმდებლობითა და ოქმით განსაზღვრული შეზღუდვების ან/და ვალდებულებების გათვალისწინებით (აუქციონის პირობები), ვალდებულებების შესრულებაზე აუქციონატორს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით .
3. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
4. საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გაცემის შემთხვევაში , ქონება ახალ მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე გადადის იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით.
5. ახალი მესაკუთრე ვალდებულია ქონების გასხვისების შესახებ აცნობოს აუქციონატორს იმ შემთხვევაში თუ ქონება აუქციონატორის მიერ გაყიდულია გარკვეული საპრივატიზებო პირობებით.
6. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს ქონების შემძენის უფლებამონაცვლეს.
7. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აუქციონატორის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
8. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ქონების მესაკუთრე იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში - დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ ) ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ლოტის საბოლოო/სრული საპრივატიზებო ღირებულების 0,05% ყოველ დარღვევაზე;
გ) წინამდებარე აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) პირობების პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ლოტის საბოლოო/სრული საპრივატიზებო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით. განმეორებით შემთხვევისას აუქციონატორი უფლებამოსილია გააუქმოს აუქციონის შედეგები რა შემთხვევაშიც ქონების შემძენს გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან დაკარგავს საბანკო გარანტიას.
9. ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის ან/ და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობისას ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია დაავალოს აუქციონატორს აუქციონის შედეგებისა (ოქმის) და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს, ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
10. ოქმით განსაზღვრული შეზღუდვები განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვის და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა, შესაბამისად, შეზღუდვების შესრულების კონტროლი არ წარმოადგენს გამყიდველის ქონების პრივატიზები სგან გამომდინარე ინტერესს .
11. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით .
12. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის ან/ და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
13. აუქციონში გამარჯვებულის მიერ სააუქციონო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის გამო აუქციონის შედეგების გაუქმებისას, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების შეძენიდან შედეგების გაუქმებამდე გამოყენებული განვადების ორმაგი ოდენობა, შედეგების გაუქმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
14. თუ გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ შეატყობინებს აუქციონატორს, ჩაითვლება, რომ იგი ეთანხმება ოქმს და აუქციონის შედეგები არ ექვემდებარება წინამდებარე აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) პირობების მე–2 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძვლით ავტომატურად გაუქმებას.
15. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმ თან (ადმინისტრაციულ დაპირებ ასთან) და ოქმის პირობებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3. ქონების გამყიდველის უფლება-მოვალეობები
1. ქონების პრივატიზაციის შემდეგ ქონების გამყიდველი ვალდებულია:
ა) სათანადო პირობების არსებობისას გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;
ბ ) ქონების მესაკუთრეს დაუდასტუროს სააუქციონო პირობის (ვალდებულების) შესრულება;
გ ) მიაწოდოს მესაკუთრეს პრივატიზებულ ქონებაზე მასთან არსებული ინფორმაცია;
დ ) დაიცვას და შეასრულოს ოქმით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
2) ქონების გამყიდველი უფლებამოსილია:
ა ) მოსთხოვოს ინფორმაცია მესაკუთრეს ვალდებულებების შესრულების შესახებ;
ბ ) საჭიროების შემთხვევაში , ვალდებულებების შესრულების პერიოდში დაათვალიეროს პრივატიზებული საინვესტიციო ობიექტი;
გ ) ვალდებულებების შეუსრულებელობის შემთხვევაში მისცეს მესაკუთრეს გაფრთხილება;
დ) წინამდებარე აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) პირობებით და თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესით " განსაზღვრულ შემთხვევაში განიხილოს აუქციონის შედეგების (ოქმის) და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების საკითხი;
ე ) მესაკუთრეს შესთავაზოს დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის მისაღები ვადები და პირობები;
ვ ) განიხილოს პრივატიზებული ქონების არასაფინანსო და არასაინვესტიციო ვალდებულებების და შეზღუდვების მოხსნის საკითხი;
ზ ) ქონების მესაკუთრეს მოსთხოვოს ოქმით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება.
მუხლი 4. ვალდებულებათა შესრულება
1. ვალდებულების შე სრულების ან/და შესრულების მიღება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით .
2. წინამდებარე აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) პირობების და თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის მიზნებისთვის ფინანსური ვალდებულება (თანხის სრული/საბოლოო ოდენობის ან/და სხვა თანხის გადახდა) შესრულებულად ითვლება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადასარიცხად საგადახდო დავალების შედგენის ან/და სხვა სათანადო დოკუმენტურად დადასტურებული ქმედების განხორციელების დღიდან .
3. ამ მუხლის მე- 2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საფუძველზე, აუქციონატორი ადასტურებს ვალდებულების შესრულებას/გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას .
4. საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ ქონების შემძენი ინფორმაციას, როგორც წესი , ადასტურებს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით ან/და სხვა სათანადო დოკუმენტით .
5. იმ შემთხვევაში თუ ვალდებულების შესრულების შესწავლა სცილდება სსიპ -ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაძლებლობების ფარგლებს , ქონების შემძენი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტორული /ექსპერტული დასკვნა.
მუხლი 5. აუქციონატორის დაპირება
ქონების შემძენის მიერ , ოქმით განსაზღვრულ ვადაში შეძენილი ქონების საპრივატიზებო ღირებულებისა და მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში , აუქციონატორი –სსიპ – ქონების მართვის სააგენტო იღებს ვალდებულებას , კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
1.ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ელექტრონული ოქმი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის საიტის მეშვეობით.
2. ელექტრონულ ოქმს აქვს იურიდიული ძალა აუქციონატორის ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე.
3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დღედ ჩაითვლება, შესაბამისად, ოქმის ან/და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის აუქციონატორის ინტერნეტსაიტზე განთავსების დღე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები