დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს N9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11-47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 28/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111031024, 01/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.36.101.016065 |
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №11-47
2011 წლის 28 ოქტომბერ ი
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის ,,ნ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში ოქმი) აუქციონატორის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება, რაც წარმოადგენს სრული/საბოლოო თანხის გადახდისა ან/და აუქციონის სხვა პირობების შესრულების შემდეგ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველს, ოქმში აღინიშნება ლოტის პრივატიზაციის პირობები, სრული/საბოლოო თანხის გადახდის ვადები და ქონების შეძენის სხვა პირობები“.
ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქონების შემძენი არ შეასრულებს აუქციონის პირობებს, თუ პირობის შესრულება სავალდებულო იყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემამდე განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება მე-15 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას წარმოსადგენ დოკუმენტაციაზე.“.
გ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ქონების შემძენი არ ეთანხმება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს/ოქმის პირობებს ან აუქციონის შედეგებს;
დ) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ახალი მესაკუთრე ვალდებულია ქონების გასხვისების შესახებ აცნობოს აუქციონატორს იმ შემთხვევაში, თუ ქონება აუქციონატორის მიერ გაყიდულია გარკვეული საპრივატიზებო პირობებით.
ე) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს ქონების შემძენის უფლებამონაცვლეს.
ვ) მე-10 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
“გ) მე-15 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ლოტის საბოლოო/სრული საპრივატიზებო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით. განმეორებით შემთხვევისას აუქციონატორი უფლებამოსილია გააუქმოს აუქციონის შედეგები, რა შემთხვევაშიც ქონების შემძენს გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან დაკარგავს საბანკო გარანტიას.
ზ) მე-10 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. თუ გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ შეატყობინებს აუქციონატორს, ჩაითვლება რომ იგი ეთანხმება ოქმს/ოქმის პირობებს (აუქციონის შედეგებს) და აუქციონის შედეგები არ ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძვლით ავტომატურ გაუქმებას.
თ) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ოქმი ან/და ოქმის პირობები უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობებით, ოქმი ან/და ოქმის პირობები ასევე უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებსა და თანხის გადახდის ვადებს.“
ი) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ელექტრონული აუქციონი ტარდება აუქციონატორის ინტერნეტსაიტის - www.iauction.ge მეშვეობით, რომელშიც რეგისტრირდება აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი.“
კ) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აუქციონატორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ პირს აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოსთხოვოს აუქციონატორისთვის საჭირო ინფორმაციული ხასიათის ნებისმიერი სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტის წარმოდგენა.“.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები