„საპატიო ქედელი“-ს წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
„საპატიო ქედელი“-ს წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111031015, 01/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.134.016047
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
29
28/10/2011
ვებგვერდი, 111031015, 01/11/2011
010330000.35.134.016047
„საპატიო ქედელი“-ს წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/11/2011 - 15/12/2015)

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულ

დადგენილება 29

2011 წლის 28 ოქტომბერი

დაბა ქედა

საპატიო ქედელი“  წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ც’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

 შემოღებულ იქნეს საპატიო ქედელი“  წოდება.

    მუხლი 2.

დამტკიცდეს საპატიო ქედელი“   წოდების მინიჭების წესი თანახმად დანართისა.

    მუხლი 3.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                ბ. დიასამიძე

 

 

დანართი

საპატიო ქედელი“   წოდების მინიჭების წესი

1. ქართული სახელმწიფოს მშენებლობის განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია საპატიო ქედელის“  წოდება.

2. საპატიო ქედელის“  წოდებას ანიჭებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის და საზოგადოებრივი ორგანოების წარდგინებით, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

3. საპატიო ქედელის“  წოდება ენიჭებათ:

ა) ქედის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის:

ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული მიღწევებისათვის;

გ) უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ქედის მუნიციპალიტეტის წინაშე, ქედის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

4. საპატიო ქედელის“ წოდების მქონე  მოქალაქეებს ეძლევათ საპატიო ქედელის“  წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა.

5. საპატიო ქედელის“  წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია საპატიო ქედელის“  წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.

6. საპატიო ქედელის“  წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი.

7. საპატიო ქედელის“ წოდების ჩამორთმევა შეუძლია ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე საპატიო ქედელის“  მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივით.