დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 20 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111031014, 01/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.134.016046 |
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2011 წლის 28 ოქტომბერი
დაბა ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 20 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 20 მარტის №39 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №46, 23.03.07, გვ.9) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის.
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. დიასამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები