ქ. ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, არსებულ ცალკეულ ქუჩათა ქსელისათვის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსის მინიჭების თაობაზე

  • Word
ქ. ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, არსებულ ცალკეულ ქუჩათა ქსელისათვის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/271
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111028021, 28/10/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
3/271
28/10/2011
ვებგვერდი, 111028021, 28/10/2011
ქ. ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, არსებულ ცალკეულ ქუჩათა ქსელისათვის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

ბრძანება 3/271

2011 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებულ ცალკეულ ქუჩათა ქსელისათვის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსის მინიჭების თაობაზე

 საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე ,52-ე, 53-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე, 61-ე და 95-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი – (ქალაქმშენებლობის-ურბანული) – ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების 1 დანართში მითითებულ ქ. ახალციხის ისტორიული ნაწილის (რაბათის უბანი) ქუჩათა ქსელს (2 დანართში მითითებულ ფარგლებში).

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტრამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, დანართში მითითებული ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

3. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს, წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნები ამ დანართში მითითებული ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7) ან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით სარაჯიშვილის ქუჩა №1)

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. ცხადაძე 

დანართი 2

 

ახალციხე

რაბათის უბანი

 

ათონელის ქუჩა სრული ნუმერაციით

 

გოგებაშვილის ქუჩა სრული ნუმერაციით

 

გურამიშვილის ქუჩა სრული ნუმერაციით

 

ხმალაძის ქუჩა სრული ნუმერაციით

 

ყაზბეგის ქუჩა სრული ნუმერაციით

 

ციხისძირის ქუჩა სრული ნუმერაციით

 

ხარისჭირაშვილის ქუჩა სრული ნუმერაციით