„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111028013, 31/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.025.016045
  • Word
215
24/10/2011
ვებგვერდი, 111028013, 31/10/2011
010240030.22.025.016045
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №215

2011 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ჟ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებით (სსმ ვებპორტალი, 110429025, 05/05/2011) დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ლ” ქვეპუნქტი:

„ლ) პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტი.“

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტი.“

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. მინისტრის აპარატი

1. მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე.

2 . მინისტრის აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) პროტოკოლის საქმიანობა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების ორგანიზება.“ .

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

     „მუხლი 141. პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტი

1. პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე.

2. პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე პროექტებისა და დადებული შეთანხმებების მონიტორინგი, მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) მონიტორინგის განხორციელების შედეგად შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება და წარმოდგენა ;

) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გ ვრცელდეს 2011 წლის 17 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ა. ხეთაგური