დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111028004, 01/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016213 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №177/ნ
2011 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებით (სსმ III, 18.05.2010 წ., №55 მუხ.845) დამტკიცებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სტაჟირების გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან შესაბამისი სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.”.
2. ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტები.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები