„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 176/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111028003, 01/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030010.22.022.016214
  • Word
176/ნ
27/10/2011
ვებგვერდი, 111028003, 01/11/2011
040030010.22.022.016214
„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 176/ნ

2011 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით (სსმ III, 23.01.2006 წ., №8, მუხ.77) დამტკიცებულ ,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ’’ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

ა) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნები ტარდება სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 20 დღისა.”.

ბ) მე-29 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სკოლაში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე მეტი სამეურვეო საბჭოში აირჩევა 12 წევრი, ხოლო სკოლაში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები – 6 წევრი.

2. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500-ზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ 2 საფეხურზე, მშობელთა საფეხურების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად აირჩევა 8 სამეურვეო საბჭოს წევრი.”.

გ) 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდგომში სააგენტო) სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციას ახორციელებს შემდეგი მონაცემების შესწავლის საფუძველზე:

ა) განკარგულება შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თანდართული შემაჯამებელი ოქმით;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს წარდგინება;

 გ) კოორდინატორებისა და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ამ დებულებით გათვალისწინებულ საკითხებზე.’’.

 დ) 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამეურვეო საბჭოს წევრების მონაცემები რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააგენტო მათი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.’’.

ე) 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.”.

 

  

ვ) 38-ე და 39- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:

ა) პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;

ბ) პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;

გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ის ითვლება, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;

დ) სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3-ის მოთხოვს, პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა”;

ე) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;

ვ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;

ზ) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

თ) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ი) სამეურვეო საბჭოს წევრ მოსწავლის მშობელსა და საჯარო სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;

კ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.

    მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია

 1. სააგენტო სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაციას ახორციელებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

ა) სამეურვეო საბჭოს წევრის სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებისათვის – შესაბამისი სამინისტროს წარდგინება.

2. სამეურვეო საბჭო ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დადგომის თაობაზე და წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.”.

ზ) 41-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ახალი წევრის რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ მოცემული დროისათვის პირი კვლავ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი