დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111027019, 01/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016071 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №191
2011 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში (სსმ ვებპორტალი, 110531017, 03/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დებულების დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში
1. თამბაქო და ასანთი.
2. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და ბრალდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები.
3. საცვლები (თბილი და უბრალო).
4. წინდები, კოლგოტკები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.
5. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი, თმის სამაგრი სავარცხელი).
6. თავსაფრები, რეიტუზები, ქამრები, ბიუსტჰალტერები, მარლა, ჰიგიენური პაკეტები, თმის სამაგრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი, კოსმეტიკური ნივთები (ქალებისათვის).
7. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ბრიტვა).
8. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები.
9. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი.
10. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, უბრალო ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.
11. ლიტერატურა.
12. ფოტოგრაფიები, ფოტოალბომები.
13. სპორტული ტანსაცმელი.
14. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები.
15. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.
16. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
17. ტელევიზორები, რადიომიმღებები.
18. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).
შენიშვნა: ბრალდებულს შეუძლია ამანათის სახით მიიღოს ამ დანართით განსაზღვრული ნივთები/საგნები, გარდა ამ დანართის პირველი, მე-7, მე-14 და მე-17 პუნქტებით განსაზღვრული ნივთებისა/საგნებისა. “.
ბ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დებულების დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომელებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში
1. თამბაქო და ასანთი.
2. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები.
3. საცვლები (თბილი და უბრალო).
4. წინდები, კოლგოტკები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.
5. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი, თმის სამაგრი სავარცხელი).
6. თავსაფრები, რეიტუზები, ქამრები, ბიუსტჰალტერები, მარლა, ჰიგიენური პაკეტები, თმის სამაგრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი, კოსმეტიკური ნივთები (ქალებისათვის).
7. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ბრიტვა).
8. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები.
9. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი.
10. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, უბრალო ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.
11. ლიტერატურა.
12. ფოტოგრაფიები, ფოტოალბომები.
13. სპორტული ტანსაცმელი.
14. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები.
15. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.
16. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
17. ტელევიზორები, რადიომიმღებები.
18. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).
შენიშვნა: მსჯავრდებულს შეუძლია ამანათის სახით მიიღოს ამ დანართით განსაზღვრული ნივთები/საგნები, გარდა ამ დანართის პირველი, მე-7, მე-14 და მე-17 პუნქტებით განსაზღვრული ნივთებისა/საგნებისა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. არსოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები