განჩინება შპს „ენერჯი ინვესტი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს „ენერჯი ინვესტი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8051-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 24/10/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111027017, 28/10/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/8051-11
24/10/2011
ვებგვერდი, 111027017, 28/10/2011
განჩინება შპს „ენერჯი ინვესტი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2011 წლის 24 ოქტომბერი                 

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ განიხილა შპს ,,ენერჯი ინვესტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს ,,ენერჯი ინვესტის“ გაკოტრების საქმე.

2011 წლის 25 ივლისის განჩინებით კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2011 წლის 29 სექტემბერს 11:00 საათზე. კრედიტორთა კრება გადაიდო სხვა დროისათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ენერჯი ინვესტის“ კრედიტორთა კრება 2011 წლის 7 ნოემბერს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).

2. დაევალოს შპს ,,ენერჯი ინვესტის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, განჩინება განთავსდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლო დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე          ე. ცისკარიძე