დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 142 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/10/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111027015, 27/10/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016209 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2011 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში კონკურსის ჩატარების თანდართული წესი.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების და კანდიდატის შერჩევის მიზნით სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის გამოვლენის წესს.
2. ეს წესი არ ვრცელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებზე.
3. აღსრულების ეროვნულ ბიუროში კონკურსი ტარდება ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით .
4 . კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტროს საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია).
1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა და საკადრო რეზერვის ფორმირება .
2. კონკურსის ამოცანებია კანდიდატის პროფესიული დონის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციის შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის ან/და ტერიტორიული ორგანოს უფროსი ან შესაბამისი დარგის სპეციალისტი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომელი, ასევე სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე და თავ მჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი . კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით , რომელსაც ხელს აწერენ დამსწრე წევრები . კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს , რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა .
მუხლი 4. კონკურსის გამოცხადება
1. აღსრულების ეროვნული ბიურო აცნობებს სამინისტროს კონკურსის გამოცხადების საჭიროების შესახებ.
2. შეტყობინებას კონკურსის გამოცხადების შესახებ ამზადებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური და ათანხმებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან.
3. სააპლიკაციო ფორმების გადარჩევა ხდება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ.
4 . კონკურსი შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარების ფორმისა და საკონკურსო თემატიკის თაობაზე იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
5 . აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას , მათ შორის , კანდიდატთა განცხადებების მიღებას და კომისიისათვის წარდგენას .
6 . ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიურო ვებგვერდის www.nbe.gov.ge ან/და სხვა ვებგვერდების საშუალებით. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
7 . შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას;
ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (ცოდნა და გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები);
გ) შესაბამისი თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოვალეობებს;
დ) კომისიის მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ე) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა ინფორმაციას .
8 . კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომლის სამსახურებრივი ფუნქციის შესრულება დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან, ცხადდება და ტარდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
9 . კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
მუხლი 5. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
ა) აპლიკაცია თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1), (რომელიც შეიცავს კანდიდატის Curriculum Vitae (CV)-ს და სამოტივაციო წერილს);
ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია.
1. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ინტელექტის, პიროვნული მახასიათებლებისა და ასევე პროფესიულ ტესტს.
2 . დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილ აუცილებელ ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.
3 . ტესტები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გარდა უფლებამოსილი პირებისა.
1. გასაუბრებისას კომისიის წევრები კომპეტენციის შესაბამისად ავსებენ კანდიდატის პროფესიული უნარების შეფასების ფორმას (დანართი №2) ან/და კანდიდატთა პიროვნული უნარების შეფასების ფორმას (დანართი №3).
2. კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად მითითებული კანდიდატთა შეფასების ქულები ჯამდება კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმაში (დანართი №4).
1. კომისია კანდიდატების გასაუბრების ან/და ტესტირების შემდეგ მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შეფასებისას მიღებულ ქულებს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება გასაუბრების ან/და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით.
2. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმას გასაუბრების ან / და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით . შეფასების საფუძველზე კომისია შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
3. კონკურსის შედეგების თაობაზე ინფორმაცია წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში კონკურსთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განცხადებებს იხილავს სამინისტროს საპრეტენზიო კომისია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 ივნისის №115 ბრძანებით დადგენილი წესით.
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისიამ ვერ შეარჩია ვერც ერთი კანდიდატი .
ს ა ა პ ლ ი კ ა ც ი ო ფ ო რ მ ა
მიუთითეთ ვაკანსია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი:
|
1. პირადი ინფორმაცია
სახელი და გვარი: |
|
გაქვთ თუ არა შეცვლილი გვარი (დააზუსტეთ დრო და მიზეზი) : |
|
დაბადების რიცხვი, თვე, წელი : |
|
დაბადების ადგილი : |
|
მოქალაქეობა : |
|
პირადი ნომერი : |
|
საცხოვრებელი (ფაქტობრივი) მისამართი : |
|
მისამართი რეგისტრაციის მიხედვით: |
|
სახლის ტელეფონი : |
|
მობილური ტელეფონი : |
|
ელ.ფოსტის მისამართი : |
|
2. ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ
ნათესაური კავშირი |
სახელი და გვარი |
დაბადების თარიღი |
პირადი ნომერი |
სამუშაო ადგილი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
3. სამუშაო გამოცდილება:
ორგანიზაციის დასახელება |
თანამდებობა/პოზიცია |
მუშაობის პერიოდი |
ანაზღაურება |
სამუშაოდან წამოსვლის მიზეზი |
1. |
|
- დან - მდე |
|
|
ფუნქციები:
|
||||
2. |
|
- დან -მდე |
|
|
ფუნქციები:
|
||||
3. |
|
- დან -მდე |
|
|
ფუნქციები:
|
||||
4. |
|
- დან -მდე |
|
|
ფუნქციები:
|
4. უმაღლესი განათლება
სასწავლებლის დასახელება და ადგილმდებარეობა (ქვეყანა, ქალაქი) |
სწავლის დაწყების და დასრულების თარიღები |
ფაკულტეტი |
კვალიფიკაცია და დიპლომის № |
|
- დან - მდე
|
|
|
|
- დან - მდე
|
|
|
|
- დან - მდე
|
|
|
5. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (ტრენინგები/სემინარები)
კურსის დასახელება |
ორგანიზაციის დასახელება (ვის მიერ იყო ორგანიზებული) |
კურსის ხანგრძლივობა (დაწყების და დასრულების თარიღები) |
1. |
|
- დან - მდე |
2. |
|
- დან - მდე |
3. |
|
- დან - მდე |
4. |
|
- დან - მდე |
5. |
|
- დან - მდე |
6. |
|
- დან - მდე |
6. უცხო ენების ცოდნა
შეაფასეთ 5–ქულიან სკალაზე, სადაც 5 ყველაზე მაღალი შეფასებაა
უცხო ენა |
საუბარი |
წერა |
კითხვა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
7. კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნა
ჩამოთვალეთ პროგრამები და შეაფასეთ თქვენი ცოდნის დონე 5–ქულიან სკალაზე, სადაც 5 არის ყველაზე მაღალი შეფასება
კომპიუტერული პროგრამები |
ცოდნის დონე |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
8. რეკომენდატორები
სახელი და გვარი |
თანამდებობა და სამუშაო ადგილი |
მიუთითეთ რა პროფესიული კავშირი ჰქონდათ თქვენთან |
საკონტაქტო მონაცემები |
1. |
|
|
|
2. |
|
|
|
9. მოტივაციის დასაბუთება
რატომ დაინტერესდით მოცემული ორგანიზაციითა და მოცემული ვაკანსიით. რატომ თვლით, რომ შეესაბამებით მოცემულ ვაკანსიას:
|
შევსების თარიღი:
კანდიდატის ხელმოწერა :
კანდიდატთა შეფასების ფორმა პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით
(თანამდებობის დასახელება)
თარიღი
|
კანდიდატის სახელი, გვარი |
პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება * |
შემფასებლის კომენტარი |
||
სუსტად განვითარებული (1-2 ქულა ) |
საშუალოდ განვითარებული (3 ქულა ) |
კარგად განვითარებული (4-5 ქულა ) |
|||
1 |
|
|
|
|
|
2 |
|
|
|
|
|
3 |
|
|
|
|
|
4 |
|
|
|
|
|
5 |
|
|
|
|
|
შემფასებლის სახელი, გვარი: ხელმოწერა:
კანდიდატის უნარ-ჩვევების შეფასება უნდა მოხდეს ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში.
* 1 ქულა კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 2 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 3 ქულა– კანდიდატის უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 4 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 5 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები აჭარბებს ამ თანამდებობის მოთხოვნებს
გარდა ზემოაღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლებამოსილება შეფასებისას აირჩოს წილადი ქულები
კანდიდატის შეფასების ფორმა პიროვნული მახასიათებლების მიხედვით
(თანამდებობის დასახელება)
კანდიდატის სახელი, გვარი: |
|
თარიღი: |
|
* პიროვნული უნარ-ჩვევები |
თანამდებობისათვის საჭირო ძირითადი უნარები |
|
||
სუსტად განვითარებული (1-2 ქულა) |
საშუალოდ განვითარებული (3 ქულა) |
კარგად განვითარებული (4-5 ქულა) |
კომენტარი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჯამი: |
|
|
შენიშვნა:
|
შემფასებლის სახელი , გვარი : ხელმოწერა :
კანდიდატის უნარ-ჩვევების შეფასება უნდა მოხდეს ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში.
* 1 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 2 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 3 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 4 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 5 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები აჭარბებს ამ თანამდებობის მოთხოვნებს.
გარდა ზემოაღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლებამოსილება შეფასებისას აირჩოს წილადი ქულები .
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
(თანამდებობის დასახელება)
|
კანიდიდატი
კომისიის წევრი |
|
|
|
|
|
|
1 |
|
|
|
|
|
|
|
2 |
|
|
|
|
|
|
|
3 |
|
|
|
|
|
|
|
4 |
|
|
|
|
|
|
|
5 |
|
|
|
|
|
|
|
6 |
|
|
|
|
|
|
|
|
შეფასების ჯამური ქულა |
|
|
|
|
|
|
|
საშ. არითმეტიკული |
|
|
|
|
|
|
დოკუმენტის კომენტარები