დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 658 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111027010, 27/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016343 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/10/2011 - 20/06/2014)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №658
2011 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ
1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში საჯარო მოხელეთა და სხვა პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრიდან შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი (შემდეგში – სასწავლო ცენტრი).
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) განახორციელოს სასწავლო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) 2012 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები