დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 26/10/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111027007, 27/10/2011 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016029 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება №18
2011 წლის 26 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 432 მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1. „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების (სსმ III, 2010 წლის 17 აგვისტო, №100, მუხ. 1508) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1) შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (გარდა ფოთის თვითმმართველი ერთეულის) მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):
ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების
ზღვრული ტარიფი – 0,423 ლარი/მ3, მათ შორის:
ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0,355 ლარი/მ3;
ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,068 ლარი/მ3;
ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 2,03 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის:
ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 1,704 ლარი/სულზე/თვეში;
ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,326 ლარი/სულზე/თვეში;
გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 3,65 ლარი/მ3, მათ შორის:
გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2,86 ლარი/მ3;
გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,79 ლარი/მ3.“
მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შედის 2011 წლის 1 ნოემბრიდან.
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი ზ. გაბელაია
კომისიის წევრი მ. ნადირაძე
კომისიის წევრი ს. მესხი
კომისიის წევრი გ. შონია
დოკუმენტის კომენტარები