დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №16 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111027003, 31/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.166.016042 |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2011 წლის 20 ოქტომბერი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №16 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. შეტანილ იქნეს ცვლილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №16 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ და დადგენილების მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციების თავმჯდომარეებისა) მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. იაგანაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები