სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ

  • Word
სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები თბილისის სააღსრულებო ბიურო
მიღების თარიღი 26/10/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111026018, 27/10/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
26/10/2011
ვებგვერდი, 111026018, 27/10/2011
სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ
თბილისის სააღსრულებო ბიურო

სს ,,ქართული ფოლადის“ კრედიტორთა საყურადღებოდ

 

   გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის (მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილის) 2011 წლის 03 ოქტომბრის 2/10974-2011 განჩინების საფუძველზე გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება სს „ქართული ფოლადის(მის: ქ.რუსთავი. გაგარინის ქ.№12; ს/216414164) მიმართ.

 აღნიშნული განჩინების საფუძველზე: მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული განჩინების შესაბამისად, სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრება მოწვეული იქნება 2011 წლის 07 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);

ამასთან, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ 2011 წლის 4 ნოემბრამდე წერილობით წარმოადგინოთ (სს „ქართული ფოლადის“ მიმართ არსებული) თქვენი მოთხოვნები აღსრულების ეროვნულ ბიუროში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კმ.) და თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები. გაცნობებთ, რომ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.

 

მეურვის _ აღსრულების ეროვნული ბიუროს

წარმომადგენელი

თამაზ კიკიანი