დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 26/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111026013, 31/10/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.19.012.016015 |
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №15
2011 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ
მუხლი 1
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №84, მუხლი 735) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სადაზღვევო ორგანიზაციებმა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებმა, რომლებიც დაიწყებენ ფუნქციონირებას 2011 წლის 1 ნოემბრიდან გაითვალისწინონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნები და ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში დებულებით დადგენილი წესით წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღრიცხვის ფორმა.“
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
„41. სადაზღვევო ორგანიზაციებმა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2011 წლის 1 ნოემბრამდე, 2011 წლის 1 დეკემბრამდე „სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა და აღნიშნული ფორმის წარდგენისთანავე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ცნობების წარმოდგენა განახორციელონ ზემოაღნიშნული დებულებით დადგენილი წესით.
42. ამ ბრძანების 41 პუნქტით დადგენილ ვადაში აღრიცხვის ფორმის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენამდე სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას უზრუნველყოფენ დებულების №1 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: “str@fms.gov.ge”.“.
3. „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა (ოპერაციათა) შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებთან (გარიგებებთან) დაკავშირებით, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით.
3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ელექტრონული სახით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობისას.
4. ანგარიშგების სპეციალური ფორმების გაგზავნა (მიწოდება) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების (ოპერაციის) ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ ოპერაცია (გარიგება) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
გ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6 და გრიფი „კონფიდენციალური“.
6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ იღებს სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. ანგარიშგების ფორმების შევსების უფლება აქვთ სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით ან მის საფუძველზე მიღებული სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით.
8. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული ფორმა რჩება ბანკში და ექვემდებარება შენახვას 6 წლის ვადით. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას, ანგარიშგების ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი მიეწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება სადაზღვევო ორგანიზაციაში ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების აღრიცხვა შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.
10. საეჭვო ოპერაციის (გარიგების) გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ სხვა ოპერაციებს (გარიგებებს).
11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ ოპერაციასთან (გარიგებასთან) და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო მიწოდებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
12. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის მიწოდების შემდეგ სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის ოპერაციასთან (გარიგებასთან) ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და მიწოდების თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმის სახით.
13. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია ოპერაციასთან, გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებს და არც ნებისმიერ სხვა პირს. სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო ოპერაციას (გარიგებას) ან შეავსებს ანგარიშგების ფორმას, შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციის თანახმად უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემთა ბაზაში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების (მათი ფილიალების, წარმომადგენლობების) შესახებ ინფორმაციის შეტანა
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილი აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.
4. დანართი №1 და დანართი №2 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.
სამსახურის უფროსი მ. როინიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები