„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 26/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111026012, 31/10/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 220090000.19.012.016014
  • Word
14
26/10/2011
ვებგვერდი, 111026012, 31/10/2011
220090000.19.012.016014
„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №14

2011 წლის 26 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის 95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ

    მუხლი 1

კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულეის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის 95 ბრძანებაში (სსმ III, 02.08.2004 წ., 79, მუხლი 701) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის, 2011 წლის 1 დეკემბრამდე „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა და აღნიშნული ფორმის წარდგენისთანავე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ცნობების წარმოდგენა განახორციელონ ზემოღნიშნული დებულებით დადგენილი წესით.“.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. კომეციული ბანკები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2011 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკიდან ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულებით გათვალისწინებული წესით წარადგენენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმას.

52. ამ ბრძანების მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენამდე კომერციული ბანკები მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნას უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებით დამტკიცებული დებულების №1 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: “str@fms.gov.ge”.“.

3. „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

    „მუხლი 9. ბანკის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ საბანკო ოპერაციათა (გარიგებათა) შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად ბანკი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ცნობები მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციებთან (გარიგებებთან) დაკავშირებით, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) ელექტრონული ფორმით ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ფორმები ნაბეჭდი ფორმით, ამ დებულებით დადგენილი წესით, მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ფორმების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობის შემთხვევაში.

4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება (შევსება და გაგზავნა) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

 ა) თუ საბანკო ოპერაციის (გარიგების) ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულ საბანკო ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – საბანკო ოპერაციის შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ბ) თუ საბანკო ოპერაცია (გარიგება) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

გ) თუ საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს ბანკის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, ბანკის უფლებამოსილი კურიერის მიერ, ხოლო თუ საკურიერო მომსახურების გამოყენება შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ბანკის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი - 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6, აღნიშნული გრიფით „კონფიდენციალური“.

6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა და/ან თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.

7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გაგზავნის შესახებ იღებს ბანკის ის თანამშრომელი, რომელსაც ბანკის შიდა ინსტრუქციით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება. ანგარიშგების ფორმების შევსების უფლება აქვთ ბანკის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ ბანკის შიდა ინსტრუქციით.

8. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული ფორმა რჩება ბანკში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს ბანკის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია ბანკის შიდა ინსტრუქციით – ბანკის ბეჭდითაც. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება ბანკში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. ბანკი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გაგზავნილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა, შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით.

10. საეჭვო საბანკო ოპერაციის (გარიგების) გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენისას ბანკი ვალდებულია მიუთითოს ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ სხვა საბანკო ოპერაციებს (გარიგებებს).

11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს ბანკისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ საბანკო ოპერაციასთან (გარიგებასთან), მათ შორის, საბანკო ანგარიშის შესახებ, და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ საბანკო ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ბანკი ვალდებულია მიაწოდოს (გაუგზავნოს) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

12. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ ბანკი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის საბანკო ოპერაციასთან (გარიგებასთან) ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.

13. ბანკი ვალდებულია მკაცრად დაიცვას საბანკო ოპერაციებთან (გარიგებებთან) დაკავშირებით ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია საბანკო ოპერაციასთან, გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ არ უნდა ეცნობოს შესაბამისი საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებს და ნებისმიერ სხვა პირს. ბანკის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო საბანკო ოპერაციას (გარიგებას) ან შეავსებს ანგარიშგების ფორმას შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია ბანკის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ბანკის შიდა ინსტრუქციის თანახმად უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.

    მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემთა ბაზაში კომერციული ბანკების (მათი ფილიალების, წარმომადგენლობების) შესახებ ინფორმაციის შეტანა

1. მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განსახორციელებლად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული კომერციული ბანკის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით ბანკმა უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებ–პორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილ აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) ბანკი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.

4. დანართი №1 და დანართი №2 ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

სამსახურის უფროსი მ. როინიშვილი