„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 26/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111026010, 31/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 220080000.19.012.016012
  • Word
12
26/10/2011
ვებგვერდი, 111026010, 31/10/2011
220080000.19.012.016012
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №12

2011 წლის 26 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში (სსმ III, 11.08.2004 წ.,№84, მუხლი 734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 – 53 პუნქტები:

„51. ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებიც ფუნქციონირებენ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის, 2012 წლის 1 იანვრამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენას და აღნიშნული ფორმის წარდგენისთანავე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ცნობების მიწოდებას ახორციელებენ ზემოაღნიშნული დებულებით დადგენილი წესით.

52. ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2011 წლის 1 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან ათი დღის ვადაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულებით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგენენ აღრიცხვის ფორმას.

53. ამ ბრძანების 51 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას უზრუნველყოფს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების 1 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით, კოდირებული ფაილის სახით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: str@fms.gov.ge.“.

2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების:

ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა და/ან მის ხელთ არსებული შესაბამისი ინფორმაცია, ამ დებულების მე-9 მუხლით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 9. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ცნობები მონიტორინგს დაქვემდებარებულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან დაკავშირებით.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით.

3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობისას.

4. ანგარიშგების ფორმების გაგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

ა) თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულ ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – ოპერაციის (გარიგების) შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

     ბ) თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

     გ) თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული) ანგარიშგების ფორმის (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანადართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მისამართი და მფლობელის ვინაობა, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი: 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა 6 და გრიფი „კონფიდენციალური“.

6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებ–სერვისის გამოყენებით.

7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის ვადით. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას, ანგარიშგების ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს იმ პირის ხელმოწერით, რომელსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება ვალუტის გადამცვლელ პუნქტში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის ვადით.

8. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა.

 9. თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტი (მისი წარმომადგენელი) ერთდროულად ახორციელებს ვალუტის ერთზე მეტი სახეობის ყიდვას ან გაყიდვას და მის მიერ განხორციელებული ოპერაცია ექვემდებარება მონიტორინგს, ანგარიშგების ფორმის ის ნაწილი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ (გადასაცვლელი და გადაცვლილი ვალუტის თანხა, სახეობა, გაცვლითი კურსი და ა.შ.), უნდა შეივსოს ცალ-ცალკე გადასაცვლელი და/ან გადაცვლილი ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით (ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შემადგენელი კომპონენტების მიხედვით).

10. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ნებისმიერ ოპერაციასთან და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ნებისმიერ კლიენტთან (მის წარმომადგენელთან) დაკავშირებით, მათ შორის, იმ ოპერაციების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

11. თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნის შემდეგ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის ოპერაციასთან ან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესაბამის კლიენტთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარდგენილი ანგარიშგების ფორმის სახით.

12. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ არ უნდა ეცნობოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესაბამის კლიენტს (მის წარმომადგენელს) და არც ნებისმიერ სხვა პირს. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის საეჭვო ოპერაციას ან შეავსებს ანგარიშგების ფორმას, შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ პირებს (ვალუტის გადამცვლელი პუნქტის და/ან მისი მფლობელის იმ თანამშრომლებს), რომლებსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.

    მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემთა ბაზაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შესახებ ინფორმაციის შეტანა

1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განსახორციელებლად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილი აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში), ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.“.

3. დანართი №1 და დანართი №2 ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამომედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

სამსახურის უფროსი მ. როინიშვილი