დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 402 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111026003, 26/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.016562 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №402
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 332) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
აბესალომ კეკელია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
მალხაზ აკიშბაია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
მარიამ გაბუნია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი მრჩეველი
გოგიტა გვენეტაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
მამუკა ვაწაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
სერგო კალაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსი
გიორგი კუბლაშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში
ეკა პაატაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი
თამარ პატარიძე – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
მანანა ქავთარაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი
ირაკლი ქაშიბაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ნანა შავიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და ვაჭრობის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
მამუკა ციხელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი
მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
ბექა ჯაყელი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.“.
2. მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები