„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 140
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111025007, 25/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016207
  • Word
140
25/10/2011
ვებგვერდი, 111025007, 25/10/2011
010130000.22.027.016207
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 140

2011 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (სსმ, 27.07.2011 წ., ვებგვერდი 110727007) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს შორის სახელის ან/და გვარის, ასევე დაბადების თარიღის ან/და ადგილის შეუსაბამობისას, ნამდვილად მიიჩნევა დაბადების აქტის ჩანაწერში დაფიქსირებული შესაბამისი მონაცემი; იმ პირის შესახებ, რომლის დაბადებაც რეგისტრირებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ – მის დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები, ხოლო მეუღლის გვარის მიღების ან საკუთარ გვართან მეუღლის გვარის შეერთების, ასევე ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების შემთხვევაში, გვართან დაკავშირებულ ნამდვილ მონაცემად მიიჩნევა ქორწინების/განქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემი. იმ პირის შესახებ, რომლის ქორწინება/განქორწინება რეგისტრირებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ გვართან დაკავშირებულ ნამდვილ მონაცემად მიიჩნევა მის ქორწინების/განქორწინების მოწმობაში მითითებული მონაცემები. დაბადების, ქორწინების და განქორწინების მოწმობაში მითითებული მონაცემები ნამდვილ მონაცემებად მიიჩნევა მხოლოდ დაბადების, ქორწინების და განქორწინების აქტის ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრირდება განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (რომელიც მითითებულია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში). იმ შემთხვევაში, თუ კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის იდენტიფიცირება შეუძლებელია, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლის მისამართის მითითების გარეშე. აღნიშნულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, ასევე საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ დადასტურება სავალდებულო არ არის.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის – დედის ან მამის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რის შესახებაც მითითებულ უნდა იქნეს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში. ცნობაში აღნიშნულის თაობაზე მითითების არარსებობისას – არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება დედის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა დაბადების რეგისტრაცია ხდება მშობლის/მშობლების განცხადებით – არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისი/მათი სურვილისამებრ.“.

3. მე-17 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თუ დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო დასახლებაში ან თვითმმართველ ერთეულში მცხოვრები პირების მისამართს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს დასახლება ან თვითმმართველი ერთეული და არა კონკრეტული სახლი, შესაბამის დასახლებაში ან თვითმმართველ ერთეულში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება მათი მისამართების დაზუსტება (კონკრეტული სახლის მითითებით).

2. თუ დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირების მისამართს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს მრავალბინიანი სახლი და არა კონკრეტული ბინა, შესაბამის მრავალბინიან სახლში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება მათი მისამართის დაზუსტება (კონკრეტული ბინის მითითებით).

3. თუ დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო ერთსა და იმავე ქუჩაზე მდებარე ორ ან მეტ სახლს ან/და მრავალბინიან სახლს, ასევე ერთ მრავალბინიან სახლში მდებარე ორ ან მეტ ბინას აქვს იდენტური ნუმერაცია, შესაბამისი სახლების/ბინების დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება ამ სახლებში/ბინებში მცხოვრები პირების მისამართის დაზუსტება (კონკრეტული სახლის/ბინის მითითებით).“.

4. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. მისამართის დაზუსტება შეიძლება განხორციელდეს:

ა) შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გამგეობის (მერიის) რწმუნებულის ან ქალაქის რაიონული გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილების საფუძველზე – მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

გ) დამისამართების სისტემის მოწესრიგებისათვის სხვადასხვა საველე ან/და პრაქტიკული სამუშაოების განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ან უშუალოდ ამ სამუშაოების განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამის სამუშაოს აწარმოებს სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ან სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებული შესაბამისი პროექტის ფარგლებში.“.

5. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან ფსიქიატრიული დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, ხოლო ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ასევე სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი.“.

6. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოწმობის გაცემის თარიღი – მოწმობის გაცემის თარიღად ითვლება მისი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე (მოწმობის პერსონალიზაციის თაობაზე ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრისათვის მოთხოვნის გადაგზავნის დღე). მოწმობის გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოწმობის მოქმედების ვადის ანალოგიურად;“.

7. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 421 მუხლი:

     „მუხლი 421. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თარიღი

 „პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თარიღად ითვლება მათი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე („პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის თაობაზე ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრისათვის მოთხოვნის გადაგზავნის დღე).“.

8. 51-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს და დაინტერესებულ პირს არ სურს კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით რეგისტრაცია.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

 ,,ვ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს და დაინტერესებულ პირს არ სურს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მიღება კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი