„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111025006, 25/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016206
  • Word
139
25/10/2011
ვებგვერდი, 111025006, 25/10/2011
040030000.22.027.016206
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 139

2011 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

22. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით იღებენ „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილთა განცხადებებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ, რის შემდეგაც აფხაზეთის, ცხინვალისა ან ახალგორის ტერიტორიულ სამსახურები იღებენ გადაწყვეტილებას პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ასევე ახორციელებენ აღნიშნული წესით დამზადებული პირადობის მოწმობების გაცემას დევნილებზე.“;

გ) 43 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

43 . სააგენტოს ძველი თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“ და „3 “ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2. 21 მუხლის:

ა) მე -2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ სააგენტოს ძველი თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები.“;

ბ) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ცენტრები.“.

3. მე -5 მუხლის:

ა)  მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ დებულების მე-2 მუხლის 43, 44 და 45 პუნქტებით გათვალისწინებული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ (გარდა სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენისა და გაუქმებისა), „ბ1“, „ბ2“,   „გ“, „გ1“,  „ზ“ (გარდა „ზ.ბ“ ქვეპუნქტისა) და „ზ1“ (გარდა „ზ1.ბ“ ქვეპუნქტისა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით.“;

ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

32. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-4, 42, 43, 44 და 45 პუნქტებით გათვალისწინებული  სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით. ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიღებას ახორციელებს ნებისმიერი სამსახური, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი.“;

გ) 34 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

34. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი8“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. თბილისის (თვითმმართველი ქალაქის) და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. სააგენტოს ქუთაისის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ქუთაისის (თვითმმართველი ქალაქის) ტერიტორია, ხოლო ბათუმის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ბათუმის (თვითმმართველი ქალაქის) ტერიტორია. აღნიშნული სამსახურები ასევე უფლებამოსილნი არიან ადგილზე მომსახურების მიზნით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე მიიღონ განაცხადი იმ მომსახურების განხორციელებაზე, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელ მომსახურებას.“;

დ) 35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

35. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-4, 42, 43,  44 და 45 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურები პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის/შეცვლის უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.“.

მუხლი 2.   ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი