„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის №7/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის №7/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111025005, 27/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016043
  • Word
89/04
25/10/2011
ვებგვერდი, 111025005, 27/10/2011
220010040.18.011.016043
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის №7/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №89/04

2011 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის №7/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:  

მუხლი 1. ,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის №7/01 ბრძანებით (სსმ 29.01.2010 , №11 , მუხ.122) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 9 ¹ პუნქტი:

„9¹. საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს საექსპერტოდ მიღებული ეროვნული ვალუტის ბანკნოტების და მონეტების ვარგისიანობისა და ნამდვილობის დადგენას, ხოლო უცხოურ ვალუტაზე მხოლოდ ნამდვილობის დადგენას.“.

2. პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. კომერციული ბანკი ვალდებულია ყოველგვარი შეფერხებისა და საზღაურის გარეშე უზრუნველყოს ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ან გადასახდელად უვარგისი ლარის ბანკნოტების და მონეტებისა).“.

3. მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სალაროში ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის მიღება -გაცემისას გამოყენებული დოკუმენტები (შემოსავალ -გასავლის საბუთები და სხვა) უნდა იძლეოდეს მომსახურე ბანკის, კოდის, ანგარიშის ნომრების, მიღებული და გაცემული თანხის (ციფრებით და სიტყვებით) ან სხვა ფასეულობის (აღწერილობით), ოპერაციის დანიშნულების და თარიღის დადგენის საშუალებას, ხოლო კლიენტის იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მომსახურე ბანკის დასახელებას, გაყიდული ან შეძენილი ვალუტის დასახელებას, ოდენობას (სიტყვებით და ციფრებით), თარიღს, ხოლო კლიენტის იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

3. ნაღდი ფულის მიღების, გაცემის, ვალუტის გადაცვლის და სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტი დგება მინიმუმ ერთ ეგზემპლარად. მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტს გადაეცემა დამოწმებული ეგზემპლარი.“.

 4. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-4 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. კლიენტის მიერ შემოტანილ ფულში ან ინკასირებულ ნაღდფულიან ჩანთებში საეჭვო ფულის (რომელთა ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისიანობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე) გამოვლენის შემთხვევაში, დგება ცნობა (შესაბამისად დანართი №1, დანართი №4) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა კლიენტს, მეორე რჩება სალაროს, მესამე ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 10 დღის განმავლობაში ატყობინებს კომერციულ ბანკს. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება, გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება შემომტანს.

11. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ ადგილზე ხდება ფულის ნიშნის გადასახდელად უვარგისად ცნობა, ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება:

ა) თუ კლიენტი ითხოვს გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნის დაბრუნებას, კომერციული ბანკის მიერ დგება ცნობა (დანართი №6) ორ ეგზემპლარად და ხელმოწერით დასტურდება ორივე მხარის მიერ. ცნობის ერთი პირი ფულის ნიშანთან ერთად გადაეცემა კლიენტს, ხოლო მეორე პირი რჩება კომერციულს ბანკს;

ბ) თუ ვერ ხერხდება მფლობელისათვის ფულის ნიშნის დაბრუნება (ან თუ მფლობელი უარს აცხადებს მის მიღებაზე) კომერციული ბანკის მიერ დგება ცნობა (შესაბამისად, დანართი №1 ან დანართი №4) და ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს.“.

6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ნაღდი ფულის ფორმირებისათვის საჭირო შტამპებზე უნდა აღინიშნებოდეს კომერციული ბანკის დასახელება, კოდი, ასევე შესაძლებელია მოლარის გვარის და სახელის ან რიგითი ნომრის (ბრიგადის ნომრის) მითითება.”.

7. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფულადი საბუთების გასაფორმებელ ბეჭდებზე უნდა აღინიშნებოდეს ბანკის დასახელება, კოდი, ასევე შესაძლებელია სალაროს ტიპის და რიგითი ნომრის აღნიშვნა.“.

8. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 5. განაცხადის წარმოდგენის შემდეგ ეროვნული ბანკის ოპერატორი ახდენს ფულის ნიშნების შემოტანაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით, ამოწმებს წარმოდგენილი განაცხადის შევსების სისწორეს, ავსებს შემოსავლის ორდერს, ბეჭდავს ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს მას და განაცხადთან ერთად გადასცემს შემომტან პირს სალაროში წარსადგენად.“.

9. მე-7 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. კომერციული ბანკის მიერ შემოტანილი ფულის ნიშნების გადათვლისას ზედმეტობა/დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკში დგება ცნობა (დანართი №3) სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება კომერციულ ბანკს, ხოლო ორი რჩება ეროვნულ ბანკს. ზედმეტობა ჩაირიცხება მის საკორესპონდენტო ანგარიშზე, ხოლო დანაკლისის შესაბამისი თანხა ეროვნული ბანკის მიერ უპირობოდ ჩამოიწერება.“.

10. მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-14 პუნქტი:

„14. საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დგება ცნობა (დანართი №4) ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება კომერციულ ბანკს, ხოლო სამი ეგზემპლარი ფულის ნიშანთან ერთად შემდგომი რეაგირებისათვის რჩება ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკი 10 დღის განმავლობაში ატყობინებს კომერციულ ბანკს ექსპერტიზის შედეგებს. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის შესაბამისი თანხა ჩაირიცხება კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე, ხოლო ყალბი და/ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი ჩამოიწერება კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან. ყალბი ფული ექვემდებარება მიმოქცევიდან უპირობო ამოღებას, ხოლო გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება შემომტანს.”.

11. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეროვნული ან უცხოური ვალუტის გატანის მიზნით, კომერციული ბანკი საგადახდო დავალების მეშვეობით, საკორესპონდენტო ანგარიშიდან თანხას ჩარიცხავს ეროვნულ ბანკში გახსნილ მის საკასო მომსახურების ანგარიშზე, უცხოური ვალუტის გატანის შემთხვევაში საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილი მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება SWIFT შეტყობინების საფუძველზე.“.

12. მე-8 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნული ბანკის ოპერატორი, თანხის არსებობის შემთხვევაში, ახდენს ფულის ნიშნების მიმღები უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას საგადახდო დავალებაში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, ბეჭდავს ჩარიცხვის დამადასტურებელ საგადახდო დავალებას ერთ ეგზემპლარად, ავსებს გასავლის ორდერს და ბეჭდავს ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს მათ და საგადახდო დავალებასთან ერთად გადასცემს ფულის ნიშნების მიმღებს ეროვნული ბანკის უფლებამოსილ პირთან წარსადგენად.

5. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი დოკუმენტების მიღების შემდეგ ახდენს ფულის ნიშნების მიმღები პირის იდენტიფიცირებას საგადახდო დავალებაში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, საგადახდო დავალების და გასავლის ორდერის ურთიერთშედარებას, დოკუმენტებისა და მათზე არსებული ხელმოწერის სისწორის შემოწმებას.

6. დოკუმენტების სისწორის დადგენის შემდეგ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ხელს აწერს საგადახდო დავალებას, გასავლის ორდერს და გადასცემს ფულის ნიშნების მიმღებ პირს სალაროში წარსადგენად.“.

13. მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა რაიმე სახის შეუსაბამობა კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილ საგადახდო დავალებაში ან ფულის ნიშნების მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებში:

ა) ეროვნული ბანკი უარს აცხადებს თანხის გაცემაზე;

ბ) შეუსაბამობის გამომვლენი პირი საგადახდო დავალების მეორე მხარეს აკეთებს შესაბამის აღნიშვნას და ადასტურებს ხელმოწერით. იმავდროულად, თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნების მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ იქმნება საგადახდო დავალება, სადაც მიეთითება ფულის ნიშნების გაუცემლობის მიზეზი და საფუძველი.“.

14. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

15. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

16. დანართი №5-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №6.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ქადაგიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

ქალაქი –––––––––––––                                                                                              „–––––” „–––––––––” 20 წ

ც ნ ო ბ ა

საეჭვო ფულის გამოვლენის შესახებ

კომერციული ბანკის დასახელება  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბანკის პასუხისმგებელი პირი  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შემომტანი                           ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

          პირის სახელი, გვარი, მოქალაქეობა, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი საბუთის

                   ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

       მიხედვით, მისამართი (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და

                        –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 

          ტელეფონის ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება ასევე მისი დასახელება

 

 

 

 

ვალუტის დასახელება

ნომინალი

გამოშვების წელი

სერია, ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბანკის პასუხისმგებელი პირის                                        საეჭვო ფულის

ხელმოწერა:                                                                       შემომტანის ხელმოწერა:

 

 

 ექსპერტიზის დასკვნა:     ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                               –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ექსპერტის ხელმოწერა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

* იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ცნობაზე ხელის მოწერაზე, კომერციული ბანკი ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ცნობაზე.

 

 

 

დანართი № 3

ც ნ ო ბ ა

ეროვნულ ბანკ ი კომერციული ბანკებისაგან მიღებული ფულის საკონტროლო გადათვლისას დანაკლისის ან ზედმეტობის გამოვლენის შესახებ

       ქ. –––––––––––––                                                                                                            ––– ––––––– წელი

ფულის ნიშნების მიმღები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შემომტანი იურიდიული პირის დასახელება –––––––––––––––––––––––––––––

მიღებული თანხა   ––––––––––            ––––––––––––––                            ––––––––– –––––––

                                   (ციფრებით)        (ვალუტის სახეობა)          ფორმირების (შეფუთვის) რეკვიზიტები

 

 

ფორმირების თარიღი –––––––––––––––––––––                                                                                     

საკონტროლო გადათვლა განახორციელა   –––––––––

                                                                        ( სახელი, გვარი)

პასუხისმგებელი მუშაკი –––––––––––

                                      ( სახელი, გვარი)

ესწრებოდა შემომტანის წარმომადგენელი*

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                   (სახელი, გვარი)         

საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლინდა

 

 

 

ნომინალი

რაოდენობა

თანხა

დანაკლისი

 

 

 

ზედმეტობა

 

 

 

 

 

ჯამი სიტყვებით––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დანართი: ––––––––––––ზედსადები, ––––––––––ბანდეროლი,––––––––––პლომბი (კლიშე).

 

მიმღების წარმომადგენლები:                               შემომტანის წარმომადგენელი*:

მოლარე –––––––––––––––                                                     –––––––––––––––––––

                 ( ხელმოწერა)                                                          (ხელმოწერა)

პასუხისმგებელი მუშაკი –––––––––––––––––––

                                                (ხელმოწერა)

 

 

 

 

* შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო გადათვლას არ ესწრება შემომტანის წარმომადგენელი, ცნობაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

 

                                          

 

 

 

 

 

 

 

დანართი № 6

ქალაქი –––––––––––––                                                                                              „–––––” „–––––––––” 20 წ

ც ნ ო ბ ა

გადასახდელად უვარგისი ფულის გამოვლენის შესახებ

კომერციული ბანკის დასახელება

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბანკის პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შემომტანი –––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                   პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით,

 –––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 მისამართი (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და ტელეფონის ნომერი,

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება ასევე მისი დასახელება

ბანკნოტი/მონეტა

ნომინალი

გამოშვების წელი

სერია, ნომერი

გადასახდელად უვარგისი ფულადი ნიშნის დახასიათება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აღნიშნული ფულადი ნიშანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ,,ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესის“ შესაბამისად გადასახდელად უვარგისია.

 

 

                                           ბანკის პასუხისმგებელი პირის

                                                ელმოწერა:

 

                                               ფულადი ნიშნის წარმომდგენის

                                                ხელმოწერა:

 

 

 

— იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი არ თანხმება კომერციული ბანკის გადაწყვეტილებას, საკითხის გარკვევის მიზნით შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.