„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 672
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 27/12/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.05.001.000.861
  • Word
672
12/08/2000
სსმ, 50, 27/12/2000
010.230.000.05.001.000.861
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

I. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს დედაქალაქ თბილისში“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაწყვეტილებას კონტროლის პალატის ბიუროების შექმნის ან გაუქმების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით იღებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი“.

2. 22-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან, IV თავის სათაურიდან, 24-ე,  26-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე, მე-40 და 42-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ქალაქ თბილისის.“

3. 31-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქალაქ თბილისის გარდა.“.

4. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81

1. საქართველოს კონტროლის პალატა ძირითადად კომპლექტდება ეკონომიკური და იურიდიული განათლების მქონე პირებით. საქართველოს კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებულ მოხელეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი და გავლილი – საკვალიფიკაციო-საატესტაციო გამოცდა.

2. საკვალიფიკაციო-საატესტაციო გამოცდის ჩატარების წესი განისაზღვრება ცალკე დებულებით, რომელსაც საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საქართველოს კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებული მოხელე საკვალიფიკაციო-საატესტაციო გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში თავისუფლდება თანამდებობიდან.

5. კანონს დაემატოს 84-ე მუხლი:

    „მუხლი 84

ამ კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2001 წლის 1 აპრილიდან.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი               ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 8 დეკემბერი.

№672_I