„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111024036, 24/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016263
  • Word
548
24/10/2011
ვებგვერდი, 111024036, 24/10/2011
040030000.22.033.016263
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 548

2011 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭება და გაუქმება, საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება და გაუქმება;“.

2. მე-16 მუხლის „თ“ - „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება. საწყობის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ი) საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის მომზადება;

 კ) საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო  პირობების შესრულებაზე კონტროლი;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 20 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დ.  გვინდაძე