„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29.23.1157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 21/10/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111024031, 25/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260050.37.101.016080
  • Word
29.23.1157
21/10/2011
ვებგვერდი, 111024031, 25/10/2011
010260050.37.101.016080
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №29.23.1157

2011 წლის   21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის               16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,                     ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 62, 63, 64 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

62. სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, წყვეტს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ქონების მესამე პირებისათვის სარგებლობის უფლებით (იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების ფორმით) გადაცემასთან; აუქციონის ან/და პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე შემძენის ცვლილებასთან (თუ აღნიშნული საკითხი განსაზღვრულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებით ან/და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით (ადმინისტრაციული დაპირებით), ასევე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, თანხმობის გაცემასთან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სხვა უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად.

63. სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, წყვეტს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე, აუქციონის ან/და პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის საკითხს, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება. იმ სამუშაოთა წარმოების თაობაზე თანხმობის საკითხზე, რომლითაც მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება, აქტს გამოსცემს სააგენტო ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

„64. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების, ასევე ქონების შემძენის მიერ შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე შეძენილი ქონების მესამე პირზე იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, უზუფრუქტით ან აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის შესახებ დაინტერესებული პირის მოთხოვნის საკითხზე , თუკი აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს მესაკუთრის თანხმობას, აქტს გამოსცემს სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.“ .

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი        გ. უგულავა