,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის № 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის № 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/10/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111024030, 27/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.117.016069
  • Word
36
21/10/2011
ვებგვერდი, 111024030, 27/10/2011
010250000.35.117.016069
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის № 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. ამბროლაური

,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის № 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

     მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებაში (სსმ V. 30.07.2010 წ., №3, მუხ. 35) და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი II1 :        

 ,, თავი II 1

 აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულის ფუნქცია

    მუხლი 41. აპარატის სტრუქტურული ერთეული

 აპარატის სტრუქტურული ერთეულია:

 იურიდიული განყოფილება.

    მუხლი 42.  იურიდიული განყოფილება

იურიდიული განყოფილება:

ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს დასკვნებს მათი სამართლებრივი აქტების პროექტებზე;

ბ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს;

გ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;

დ) ახორციელებს თვითმმათველობის ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას;

ე) აკონტროლებს სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ.“.

 მუხლი 2 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თვმჯდომარე       . ფარჯანაძე