საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება „განათლების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება „განათლების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 29/12/1997
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 29/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
2/35
29/12/1997
გამოუქვეყნებელი, -, 29/12/1997
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება „განათლების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის

ადაწყვეტილება 2/35

 

თბილისი, 1997 წლის 29 დეკემბერი

(ამონარიდი)

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა განათლების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე;

2. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი განათლების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის 47-ე მუხლის პირველი წინადადების სიტყვები “... და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან შეთანხმებით”;

3. ეს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების დღიდან;

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;

5. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები განათლების შესახებ” საქართველოს კანონში;

6. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;

7. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს შვიდი დღის ვადაში.

 

1. ა. დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)

2. ო. ბენიძე

3. ა. აბაშიძე

4. გ. მეფარიშვილი

5. ნ. შაშკინი

6. ნ. ჩერქეზიშვილი

7. ლ. ჩორგოლაშილი (მომხსენებელი მოსამართლე)

8. ზ. ჯინჯოლავა