დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111024014, 27/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.164.016044 |
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №17
2011 წლის 13 ოქტომბერი
ქ. ყვარელი
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №11 დადგენილებაში (სსმ,11.08.2011) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გამგეობა ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ზანდარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები