„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 17/10/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111024011, 25/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016008
  • Word
5
17/10/2011
ვებგვერდი, 111024011, 25/10/2011
010240010.30.060.016008
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

 აფხაზეთის კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №60, 03.11.2010 მუხ. 376) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 3. ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება) მოქმედებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი და სავალდებულოა შესასრულებლად.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში

ამ კანონში მითითებული ვადების, გარდა ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის დადგენილი ვადისა, ათვლისას არ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) სამართლებრივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნების შემთხვევაში ვადების ათვლა იწყება ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაცემიდან ან სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს.“.

3.მე-10 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მიღებულ კანონპროექტს 7 დღის ვადაში გადასცემს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.
     5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
, კანონპროექტის
მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში
, ხელს აწერს და აქვეყნებს კონსტიტუციურ კანონს, კანონს ან კანონპროექტს და მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. თუ უმაღლესი საბჭო მიიღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, ამ ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა, მას ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
     ,,6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არანორმატიული დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, შინაგანი სტრუქტურა, მუშაობისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.’’.

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,ან/და დამატება’’და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი კომისია. “.

5. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს კანონპროექტის მიღება ან რომლითაც განისაზღვრება ამ ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა;“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა).“.

6. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,ან/და დამატება’’და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება, – მისი შეტანის თარიღიც).“.

7. მე-17 მუხლის:

 ა) სათური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა“

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტის გარდა, შესაძლებელია, აგრეთვე, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება.’’.

8. მე-18 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი“;

ბ) მე-3−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების)) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.

4. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი ცვლილების პროექტი და წარდგენილ უნდა იქნეს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით, ხოლო იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ასევე ერთი საკანონმდებლო აქტით.

5. ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება.

6. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი.“.

9. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკას“.

10. თავი V ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

 ნორმატიული აქტის გამოქვეყნება

    მუხლი 23. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება

1. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის პირველად გამოქვეყნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (შემდგომში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“) ვებგვერდზე. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს, აგრეთვე, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს.

2. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებგვერდზე.

 3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დაუშვებელია იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გამოუქვეყნებლობა, რომელიც ზღუდავს უფლებებსა და თავისუფლებებს ან ადგენს იურიდიულ პასუხისმგებლობას.

     მუხლი 231. ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი

 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსმიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლის კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.

 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მეშვეობით.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში.

 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით დამოწმებული, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

5. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“გამოსაქვეყნებლად წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს თან უნდა ახლდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.

    მუხლი 232. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი

1. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ:

 ა) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს თან არ ახლავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გასცა დადებითი დასკვნა;

ბ) ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და 231 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

2. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.’’.

11. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

     ,,მუხლი 261. მონაცემები 2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებული ნორმატიული აქტის შესახებ

2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებულ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც აღნიშნული ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული, აქტის გამოქვეყნების თარიღი, აგრეთვე, მუხლი და გვერდი მისი არსებობის შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარე                                                            . ბარამია

ქ. თბილისი

№5 2011 წლის 17 ოქტომბერი