,,ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 19/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111024007, 24/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016028
  • Word
17
19/10/2011
ვებგვერდი, 111024007, 24/10/2011
300280000.16.009.016028
,,ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №17

2011 წლის 19 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

,,ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის 24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008, №140, მუხ. 1384) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დამტკიცდეს ლიცენზიანტების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის რეგულირების საფასურის კოეფიციენტები (დანართი 1)”.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. რეგულირების საფასურის ოდენობა და ლიცენზიანტების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის რეგულირების საფასურის კოეფიციენტი განისაზღვრება ამ წესების დანართ №1-ში მოცემული მაჩვენებლების შესაბამისად.”.

3. დადგენილების დანართი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

„ლიცენზიანტების მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის რეგულირების საფასურის კოეფიციენტები

1. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიანტების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს) მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტები:

 

ელექტროენერგეტიკული სექტორი:

წარმოების ლიცენზიანტი

0.005

გადაცემის ლიცენზიანტი

 

0.005

 

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი

 0.005

 

განაწილების ლიცენზიანტი

0.004

იმპორტიორი      

 

0.005

ექსპორტიორი    

 

0.005

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი

0.005

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

 

0.005

ბუნებრივი გაზის სექტორი:

 

მიმწოდებელი

0.005

 

ტრანსპორტირების ლიცენზიანტი

0.005

 

განაწილების ლიცენზიანტი

 

0.005

 

 

წყალმომარაგების სექტორი:

 

მიმწოდებელი

                 0.005     

 

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის რეგულირების საფასურის განსაზღვრისას მის შემოსავალში არ გაითვალისწინება იმ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რომლიდანაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ უნდა რჩებოდეს მოგება, მოცემულ შემოსავალში არ იგულისხმება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურით მიღებული შემოსავალი.”.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი