განჩინება შპს „მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის“ გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს „მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის“ გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-805
დოკუმენტის მიმღები გორის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 07/10/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111024006, 24/10/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2-805
07/10/2011
ვებგვერდი, 111024006, 24/10/2011
განჩინება შპს „მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის“ გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2011 წლის 7 ოქტომბერი                                              

ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე დავით პაპუაშვილ

 ზეპირი მოსმენის გარეშე ერთპიროვნულად განიხილა შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” გაკოტრების მმართველის გიორგი მერებაშვილის განცხადება გაკოტრების კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 27-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოცემულ საქმეზე კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 27 ოქტომბერს 1400 საათისათვის გორის რაიონული სასამართლოს შენობაში (მის.: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. №30).

დღის წესრი განისაზღვროს შემდეგნაირად: 1. გაკოტრების მმართველის ანგარიშის განხილვა; 2. შპს ,,მირიანის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

2. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს.

3. განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა განხორციელდეს გაკოტრების მმართველის გიორგი მერებაშვილის მიერ.

მოსამართლე                 დ. პაპუაშვილი